საკითხავები
ტიტეს მიმართ 1,5-2,1
5. ამისთჳს დაგიტევე შენ კრიტს შინა, რაჲთა ნაკლულევანი იგი განაგო და დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ხუცესნი, ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ: 6. რომელი იყოს უბრალო, ერთის ცოლისა ქმარ, შვილნიმცა უსხენ მორწმუნენი, ნუმცა შესმენილ არიან ბილწებისათჳს გინა ურჩებისა. 7. რამეთუ ჯერ-არს ეპისკოპოსისა უბიწო ყოფაჲ, ვითარცა ღმრთისა მნისაჲ, ნუ თავჴედ, ნუ გულ-მწყრალ, ნუ მოღჳნე, ნუ მოლალე, ნუ საძაგელის შემძინელ, 8. არამედ სტუმრის მოყუარე, კეთილის მოყუარე, წმიდა, მართალ, ღირს, მოთმინე, თავს-მდებელ მსგავსად მოძღურებისა მის, 9. სარწმუნეობისა სიტყჳსა, რაჲთა შემძლებელ იყოს ნუგეშინის-ცემადცა მოძღურებასა მას შინა სიცოცხლისასა და სიტყჳს- მგებელთა მათ მამხილებელ. 10. რამეთუ არიან მრავალნი დაუმორჩილებელცა და ამაოჲსა მეტყუელ და გონება-მაცთურ, უფროჲს ხოლოღა წინადაცუეთილებისაგანნი იგი, 11. რომელთაჲ ჯერ-არს პირსა დაყოფაჲ, რომელნი ყოველსა სახლებსა გარდააქცევენ, ასწავებენ, რომელი-იგი არა ჯერ-არს, საძაგელისა შეძინებისათჳს. 12. თქუა ვინმე მათგანმან, თჳსმანვე მათმან წინაწარმეტყუელმან: კრიტელნი მარადის მტყუვარნი, მჴეცნი ბოროტნი, მუცელნი უქმნი. 13. წამებაჲ ესე არს ჭეშმარიტ. ამისთჳს ამხილე მათ თუალ-უხუავად, რაჲთა ცოცხალ იყვნენ სარწმუნოებითა 14. და ნუ ერჩიედ ჰურიაებრთა ზღაპართა და მცნებასა კაცთასა, რომელნი გარე-მოქცეულ იყვნენ ჭეშმარიტებისაგან. 15. რამეთუ ყოველივე წმიდა არს წმიდათათჳს; ხოლო შეგინებულთათჳს და ურწმუნოთა არარაჲ არს წმიდა, არამედ შეგინებულ არს მათი გულიცა და გონებაჲცა. 16. ღმერთსა აღიარებენ ვითარმედ იციან, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ, საძაგელნი არიან და ურჩნი და ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა გამოუცდელ. 1. ხოლო შენ იტყოდე, რომელი შუენის სიცოცხლისა მას მოძღურებასა.
ლუკა 18,31-34
31. და წარიყვანნა ათორმეტნი იგი და ჰრქუა მათ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და აღესრულნენ ყოველნი წერილნი წინაწარმეტყუელთანი ძესა ზედა კაცისასა: 32. რამეთუ მიეცეს ჴელთა წარმართთასა, და ეკიცხევდენ მას, და იგინოს, და ჰნერწყუვიდენ 33. და ტანჯონ და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. 34. და მათ არარაჲ გულისჴმა-ყვეს ესე, არამედ იყო სიტყუაჲ იგი დაფარულ მათგან, და არა იცოდეს თქუმული იგი.


