ძველი სტილით 26 ნოემბერიშობის მარხვა

ოთხშაბათი

დღევანდელ დღეზე დაბრუნება

საკითხავები

2 ტიმოთეს მიმართ 4,9-22

9. ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე, 10. რამეთუ დიმა დამიტევა მე და შეიყუარა სოფელი ესე და წარვიდა თესალონიკედ, კრისტე - გალატიად, ტიტე - დალმატიად, ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა. 11. მარკოზ აღადგინე და მოიყვანე შენ თანა, რამეთუ საჴმარ არს იგი ჩემდა მსახურებასა. 12. ტჳქიკოს წარავლინე ეფესოდ. 13. ფელონი, რომელ დაუტევე ტროადას კარპოსს თანა, მო-რაჲ-ხჳდოდი, მოიღე და წიგნებიცა იგი, უფროჲსღა წიგნის ტყავები. 14. ალექსანდრე მჭედელმან მრავალი ბოროტი შემაჩუენა მე. მიაგოს მას უფალმან საქმეთა მისთაებრ. 15. რომელსა შენცა ეკრძალე, რამეთუ ფრიად წინა-აღუდგა იგი ჩუენთა სიტყუათა. 16. პირველსა მას სიტყჳს-გებასა ჩემსა არავინ თანა-დამიდგა მე, არამედ ყოველთა დამიტევეს მე. ნუ შეერაცხებინ მათ. 17. ხოლო უფალი თანა-დამიდგა და განმაძლიერა მე, რაჲთა ჩემ მიერ ქადაგებაჲ ესე აღესრულოს და ესმეს ყოველთა წარმართთა, და განვერი პირისაგან ლომისა. 18. და მიჴსნეს მე უფალმან ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და მაცხოვნოს მე სასუფეველსა მისსა ზეცათასა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნუთი უკუნისამდე. ამინ. 19. კითხვაჲ არქუ პრისკილას და აკჳლას და ონესიფორეს სახლსა. 20. ერასტოს დადგა კორინთეს შინა; ხოლო ტროფიმე დაუტევე მელიტონს შინა უძლური. 21. ისწრაფე ზამთრისა წინა მოსლვად. გიკითხვენ შენ ევვულოს და პუდის და ლინოს და კლავდია და ძმანი ყოველნი. 22. უფალი იესუ ქრისტე სულისა შენისა თანა. მადლი ჩუენ თანა. ამინ.

ლუკა 18,15-17;26-30

15. მოჰგურიდეს მას ყრმებსაცა, რაჲთა მიეახლნენ მას. და ვითარცა იხილეს მოწაფეთა, აყენებდეს მათ. 16. ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ღმრთისაჲ. 17. ამენ გეტყჳ თქუენ: რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას შინა. … 26. ხოლო რომელთა-იგი ესმა, ჰრქუეს მას: და ვის ჴელ-ეწიფების ცხორებად? 27. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ. 28. ჰრქუა მას პეტრე: აჰა ესერა ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეგიდეგით შენ. 29. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ არს, რომელმან დაუტევა სახლი, გინა მამაჲ, გინა დედაჲ, გინა ძმანი, გინა ცოლი, გინა შვილი სასუფეველისათჳს ღმრთისა, 30. რომელმან არა მიიღოს მრავალი წილი ჟამსა ამას და საუკუნესა მომავალსა ცხორებაჲ საუკუნოჲ.