საკითხავები
ებრაელთა მიმართ 9,8-10;15-23
8. და ესე უწყებითა სულისა წმიდისაჲთა, რამეთუ არღა გამოჩინებულ იყო წმიდათა იგი გზაჲ, არამედ პირველისა მისღა კარვისაჲ აქუნდა წესი. 9. რომელი-იგი იგავი იყო ჟამისა მის მოწევნადისაჲ, რომელსა შინა მსხუერპლნი და შესაწირავნი შეიწირვოდეს, რომელნი ვერ შემძლებელ იყვნეს გულითად სრულყოფად შემწირველთა მათ, 10. გარნა საჭმელთა ხოლო ზედა და სასუმელთა და პირად-პირადთა ბანათა და სამართალითა ჴორცთაჲთა ვიდრე ჟამადმდე განგებისა მის მოწევნადისა. … 15. და ამისთჳს ახლისა აღთქუმისა შუა-მდგომელ არს, რაჲთა სიკუდილიღა მოიწიოს გამოსაჴსრად პირველისა მის შჯულისა გარდასრულთა, აღთქუმაჲ იგი მოიღონ ჩინებულთა მათ საუკუნოჲსა მის მკჳდრობისათა. 16. რამეთუ სადა-იგი წიგნის წერაჲ არს, სიკუდილი უნებლიად ზედა-აც წიგნის მწერალსა მას, 17. რამეთუ ანდერძი დაწერილი მკუდართა შემდგომადღა მტკიცე არს; უკუეთუ არა, ვერსადა მტკიცე არნ, ვიდრე ცოცხალღა არნ ანდერძის მწერალი იგი. 18. ვინაჲცა არცა პირველი იგი თჳნიერ სისხლისა განახლდებოდა. 19. რამეთუ ითქუნეს ყოველნი იგი მცნებანი მსგავსად შჯულისა მოსეს მიერ ყოვლისა მიმართ ერისა, მოიღის სისხლი იგი ზუარაკთა და ვაცთაჲ წყალსა თანა მატყლითა მეწამულითა და უსუპითა, თჳთ მასვე წიგნსა და ყოველსა ერსა აპკურის 20. და თქჳს: ესე სისხლი აღთქუმისაჲ, რომელი გამცნო თქუენ ღმერთმან. 21. თჳთ მას კარავსა და ყოველსა მას ჭურჭელსა სამსახურებელისასა ეგრეთვე მსგავსად სისხლი ასხურის. 22. და კნინღა ყოველივე იგი სისხლითა განწმდებოდა მსგავსად შჯულისა მის, და თჳნიერ სისხლის დათხევისა არა იყო მოტევებაჲ. 23. საჭირო არს უკუე, ვინაჲთგან სახენი იგი ზეცისათანი ამით განწმდებოდეს, რაჲთა ზეცისანი იგი ამათსა უმჯობესითა მსხუერპლითა განწმდენ.
ლუკა 19,45-48
45. და ვითარცა შევიდა ტაძარსა მას, იწყო გამოსხმად მსყიდელთა მათ და მომსყიდელთა 46. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლი ჩემი სახლ სალოცველ არს, ხოლო თქუენ ჰყავთ იგი ქუაბ ავაზაკთა. 47. და იყო მუნ და ასწავებდა დღითი-დღედ ტაძარსა მას შინა. ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მთავარნი ერისანი ეძიებდეს მას წარწყმედად. 48. და ვერარას ჰპოებდეს, რაჲ უყონ მას, რამეთუ ყოველი ერი დამორჩილებულ იყო სმენად მისგან.


