საკითხავები
ფილიპელთა მიმართ 3,1-8
1. ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ უფლისა მიერ! იგივე მიწერად თქუენდა ჩემდა არა სიცონილ არს, და თქუენდა კრძალულება არს. 2. ეკრძალებოდეთ ძაღლთა მათგან, ეკრძალებოდეთ ბოროტთა მათგან მუშაკთა, ხედევდით განკუეთილებასა მას, 3. რამეთუ ჩუენ ვართ წინადაცუეთილებაჲ იგი, რომელნი სულითა ღმრთისა ვჰმსახურებთ და ვიქადით ქრისტე იესუჲს მიერ და არა ჴორცთა ვესავთ, 4. და ღათუ მაქუს მე ჴორცთაგანცა სასოებაჲ, უკუეთუ ვინმე ჰგონებდეს სხუად სასოებად ჴორცითა, მე - უფროჲსღა: 5. წინადაცუეთილებაჲ მოვიღე რვა დღისამან, ნათესავით ისრაჱლისაჲ, ტომისაგან ბენიამენისა, ებრაელი ებრაელთაგან, შჯულითა ფარისეველი, 6. შურით ვსდევნიდ ეკლესიათა და სიმართლითა შჯულისაჲთა ვიყავ მე უბრალო. 7. არამედ რომელი-იგი იყო ჩემდა შესაძინელ, ესე შემირაცხიეს ქრისტესთჳს ზღვევად. 8. არამედ და შე-ცა-ვჰრაცხო ყოველივე ზღვევად გარდამატებულისა მისთჳს მეცნიერებისა ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუნისაჲთა, რომლისათჳს ყოვლისაგან ვიზღვიე და შემირაცხიეს იგი ნაგევად, რაჲთა ქრისტე შევიძინო.
ლუკა 4,16-22
16. და მოვიდა ნაზარეთად, სადაცა აღზრდილ იყო, და შევიდა, ვითარცა ჩუეულ იყო იგი, დღესა შაბათსა შესაკრებელსა მათსა, და მოსცეს მას წიგნი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ. 17. და აღდგა კითხვად და განყო წიგნი იგი და პოვა ადგილი, რომელსა წერილ იყო: 18. სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა, 19. და ქადაგებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული. 20. და შეყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და დაჯდა; და თუალნი ყოვლისა კრებულისანი მას ხედვიდეს. 21. და იწყო სიტყუად მათა, ვითარმედ: დღეს აღესრულა წერილი ესე ყურთა მომართ თქუენთა. 22. და ყოველნი ეწამებოდეს მას და უკჳრდა სიტყუათა ამათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა, და იტყოდეს: ანუ არა ესე არსა ძე იოსებისი?


