საკითხავები
ფილიპელთა მიმართ 2,16-23
16. სიტყუაჲ ცხორებისაჲ გაქუნდინ სიქადულად ჩემდა დღესა მას ქრისტესსა, რამეთუ არა ცუდად ვრბიოდე, არცა ცუდად დავშუერ. 17. არამედ დაღათუ შევიწირვი მსხუერპლსა მას ზედა და მსახურებასა სარწმუნოებისა თქუენისისა, მიხარის და მიხაროდისცა თქუენ ყოველთა თანა. 18. ეგრეთვე და თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა გიხაროდენ. 19. ხოლო ვესავ ქრისტე იესუჲს მიერ ტიმოთესსაცა ადრე მივლინებასა თქუენდა, რაჲთა მეცა გულ-მხიარულად ვცნა თქუენთჳს. 20. რამეთუ არავინ მაქუს სხუაჲ ერთგული, რომელმანმცა თქუენთჳს გულითად იზრუნა. 21. რამეთუ ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტე იესუჲსასა. 22. ხოლო გამოცდილებაჲ იგი მისი იცით, რამეთუ ვითარცა მამასა შვილმან, ეგრე ჰმონა ჩემ თანა სახარებასა მას. 23. ამისსა უკუე ვესავ მივლინებასა, რაჟამს განვიგო თავისა ჩემისაჲ მისგან.
ლუკა 3,23-4,1
23. და თავადსა იესუს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, ელისა, 24. მატათანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსებისა, 25. მატათისა, ამოსისა, ნაომისა, ესლისა, ნაგესა, 26. მაათისა, მატათისა, სემისა, იოსებისა, იუდაჲსა, 27. იონანისა, რესაჲსა, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა, 28. მელქისა, ადდისა, კოსამისა, ელმოდადისა, ერისა, 29. იოსისა, ელიეზერისა, იორამისა, მატტათისა, ლევისა, 30. სჳმეონისა, იუდაჲსა, იოსებისა, იონანისა, ელიაკიმისა, 31. მელეაჲსა, მაჲნანისა, მატათანისა, ნათანისა, დავითისა, 32. იესესა, იობედისა, ბოოსისა, სალმუნისა, ნაასონისა, 33. ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარეზისა, იუდაჲსა, 34. იაკობისა, ისაკისა, აბრაჰამისა, თარაჲსა, ნაქორისა, 35. სერუქისა, რაგავისა, ფალეგისა, ებერისა, სალაჲსა, 36. კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესა, ლამექისა, 37. მათუსალაჲსა, ენუქისა, იარედისა, მალელეილისა, კაინანისა, 38. ენოსისა, სეითისა, ადამისა და ღმრთისა. 1. ხოლო იესუ, სავსე სულითა წმიდითა მოიქცა იორდანით, და მოჰყვანდა სულსა უდაბნოდ.


