საკითხავები
ოთხშაბათის: 2 კორინთელთა მიმართ 9,12-10,7
12. რამეთუ მსახურებაჲ ესე შესაწირავისაჲ ამის არა თუ აღმავსებელ ხოლო არს ნაკლულევანებისა მის წმიდათაჲსა, არამედ აღმატებაცა მრავალთათჳს სამადლობელად ღმრთისა. 13. გამოცდილებითა მით ამის მსახურებისაჲთა ადიდებდით ღმერთსა, დამორჩილებითა მით აღსარებისა თქუენისაჲთა სახარებასა მას ქრისტესსა და უხუებითა მით ზიარებისაჲთა მათდა მიმართ და ყოველთა. 14. და მათი იგი ლოცვაჲ თქუენთჳს, ჰსურის მათ თქუენდა გარდარეულისა მისთჳს მადლისა ღმრთისა, რომელ არს თქუენ ზედა. 15. ხოლო მადლი ღმერთსა გამოუთქუმელთა მათ ნიჭთა მისთა ზედა. 1. მე, თავადი პავლე, გლოცავ თქუენ სიმშჳდითა მით და სახიერებითა ქრისტესითა, რომელი-ესე პირისპირ მდაბალ თქუენ შორის, ხოლო შორით ვიკადრებ თქუენდა მიმართ. 2. ხოლო გლოცავ, რაჲთა არა პირისპირ ვიკადრო სასოებით, გინა შე-რაჲმე-ვჰრაცხო კადრებად ვიეთმე ზედა, რომელთა ვჰგონიეთ ჩუენ, ვითარცა ჴორციელად მავალნი. 3. რამეთუ ჴორციელად თუ ვიქცევით, არამედ არა ჴორციელად განწესებულ ვართ. 4. რამეთუ საჭურველი ჩუენისა მის მჴედრობისაჲ - არა ჴორციელ არს, არამედ ძლიერ ღმრთისა მიერ დასარღუეველად ძნელოვანთა, გულის სიტყუათა დავარღუევთ 5. და ყოველსა სიმაღლესა, ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა, და წარმოვსტყუენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა, 6. და განმზადებულად გუაქუს შურის-გებად ყოვლისა ურჩებისა, რაჟამს აღესრულოს თქუენი ეგე მორჩილებაჲ. 7. კაცად-კაცადისა პირსა ხედევდით. ვინ-იგი ესავს თავსა თჳსსა ქრისტესა ყოფად, ესე განიზრახენ კუალად თავით თჳსით, რამეთუ ვითარცა იგი ქრისტესი არს, ეგრეთცა ჩუენ ქრისტესნი.
მარკოზ 3,20-27
20. და მოვიდეს სახლსა, და შეკრბა კუალად მისა ერი, ვიდრემდის ვერ ჴელ-ეწიფებოდა მათ ვერცაღა პურისა ჭამად. 21. და ესმა მის კერძოჲსათა და გამოვიდეს შეპყრობად მისა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: განკრთომილ არს. 22. და მწიგნობარნი იგი, რომელნი იერუსალჱმით შთამოსრულ იყვნეს, იტყოდეს, ვითარმედ: ბელზებული მის თანა არს, და მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა. 23. და მოუწოდა მათ და იგავით ეტოდა: ვითარ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ეშმაკისა განჴდად? 24. და უკუეთუ მეუფებაჲ მეუფებასა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად მეუფებაჲ იგი. 25. და უკუეთუ სახლი სახლსა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების სახლი იგი დამტკიცებად. 26. და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა ზედა აღდგომილ არს და განყოფილ არს, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად, არამედ აღსასრული აქუს. 27. და არცა ვის ჴელ-ეწიფების შესლვად სახლსა ძლიერისასა და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, არა თუ პირველად ძლიერი იგი შეკრას და მაშინღა სახლი მისი გამოტყუენოს.
ხუთშაბათის: 2 კორინთელთა მიმართ 10,7-18
7. კაცად-კაცადისა პირსა ხედევდით. ვინ-იგი ესავს თავსა თჳსსა ქრისტესა ყოფად, ესე განიზრახენ კუალად თავით თჳსით, რამეთუ ვითარცა იგი ქრისტესი არს, ეგრეთცა ჩუენ ქრისტესნი. 8. რამეთუ, უკუეთუ უმეტეს რაჲ ვიქადო ჴელმწიფებისა ამის ჩუენისა-თჳს, რომელი მომცა ჩუენ უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად თქუენდა, არა მრცხუენეს, 9. ხოლო, რაჲთა არა საგონებელ ვიქმნა, ვითარმედ გაშინებ რასმე თქუენ წიგნითა ამით. 10. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: წიგნები ესე რეცა მძიმე და ძლიერ, ხოლო მოსლვაჲ ჴორცითა უძლურ, და სიტყუაჲ შეურაცხ. 11. და ესე განიზრახე ეგევითარმან მან, რამეთუ ვითარცა-იგი ვართ სიტყჳთა წიგნებისაჲთა შორით, ეგრეთცა მახლობელად საქმითა. 12. რამეთუ ვერ ვიკადრებთ თავთა თჳსთა განკითხვად გინა შეტყუებად ვიეთმე თანა, რომელნი-იგი თავთა თჳსთა ეწამებიან. არამედ იგინი თჳთ თავთა თჳსთა განიზომენ და თანა-შეატყუებენ თავთა თჳსთა თავით თჳსით და ვერ გულისჴმა-ჰყოფენ. 13. ხოლო ჩუენ არა უსაზომოდ ვიქადოთ, არამედ საზომითა მით წესისაჲთა, რომელი-იგი განგჳყო ჩუენ ღმერთმან საზომითა მით მიწდომად ვიდრე თქუენდამდე. 14. რამეთუ არა ვითარცა ვერ მიწდომილნი თქუენდა მიმართ. უმეტეს განვირთხამთ თავთა თჳსთა, რამეთუ ვიდრე თქუენდამდეცა მივსწუეთით სახარებითა ქრისტესითა. 15. არა უსაზომოდ მოქადულნი სხჳსა შრომილსა ზედა, არამედ სასოებაჲ გუაქუს ჩუენ აღორძინებულისა მის სარწმუნოებისა თქუენისა თქუენ შორის განდიდებად კანონისაებრ ჩუენისა ნამეტნავად, 16. მიერ კერძო თქუენსა სახარებად არა სხჳსა კანონსა ზედა მზასა სიქადულად. 17. ხოლო რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდენ. 18. რამეთუ არა რომელი-იგი თავსა თჳსსა ეწამებოდის, იგი არს გამოცდილი, არამედ რომელსა-იგი უფალი ეწამოს.
მარკოზ 3,28-35
28. ამინ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველივე მიეტეოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი, რაოდენსაცა ჰგმობდენ; 29. ხოლო რომელმან თქუას გმობაჲ სულისა წმიდისათჳს, არა აქუს მიტევებაჲ უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს იგი საუკუნოჲსა სასჯელისა. 30. რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: სული არაწმიდაჲ არს მის თანა. 31. მოვიდეს უკუე ძმანი მისნი და დედაჲ მისი და გარეშე დგეს და მოუვლინეს მას და გამოხადოდეს. 32. და სხდა გარემო მისა ერი მრავალი; და ვითარცა ჰრქუეს მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და გეძიებენ შენ, 33. მიუგო იესუ და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ძმანი ჩემნი? 34. და მიმოიხილა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და ჰრქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! 35. რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, ესე არს ძმაჲ ჩემი და დაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი.


