ძველი სტილით 19 ივლისიმარხვა

პარასკევი

დღევანდელ დღეზე დაბრუნება

საკითხავები

პარასკევის: 1 კორინთელთა მიმართ 14,26-40

26. რაჲ-მე უკუე არს, ძმანო? რაჟამს შეჰკრბეთ ერთბამად, კაცად-კაცადსა თქუენსა ფსალმუნი აქუს, მოძღურებაჲ აქუს, გამოცხადებაჲ აქუს, თარგმანებაჲ აქუს, ენათა მეტყუელებაჲ აქუს, - ყოველივე ესე აღსაშენებელად იქმნებოდენ. 27. უკუეთუ ენითა ვინმე იტყოდის, ორნი გინა თუ უმრავლეს სამნი, და ერთი გამოსთარგმანებდინ. 28. ხოლო უკუეთუ არა იყოს თარგმანი, დუმენინ ეკლესიასა შინა, თავსსა თჳსსა ეტყოდენ და ღმერთსა. 29. ხოლო წინაჲსწარმეტყუელნი ორნი გინა სამნი იტყოდედ, და სხუანი იგი სცნობედ. 30. უკუეთუ სხუასა გამოეცხადოს მუნ მჯდომარეთაგანსა, პირველი იგი დუმენინ. 31. რამეთუ შემძლებელ ხართ ესრეთ თითოეულად ყოველნი წინაჲსწარმეტყუელებად, რაჲთა ყოველნი ისწავებდენ და ყოველნი ნუგეშინის-ცემულ იყვნენ. 32. და სულები წინაჲსწარმეტყუელთაჲ წინაჲსწარმეტყუელთა დაემორჩილენ, 33. რამეთუ არა არს ღმერთი შფოთისაჲ, არამედ მშჳდობისაჲ, ვითარცა-იგი ყოველთა ეკლესიათა წმიდათასა. 34. დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ, რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს. 35. ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ: რამეთუ საძაგელ არს დედათაჲ ეკლესიასა შინა ზრახვად. 36. ანუ თქუენ მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ გამოვიდა? ანუ თქუენდამდე ხოლო მიიწია? 37. უკუეთუ ვისმე ეგონოს თავი თჳსი წინაჲსწარმეტყუელ გინა სულიერ, უწყოდენ, რომელსა-ესე მივსწერ თქუენდა, რამეთუ უფლისანი არიან მცნებანი. 38. ხოლო უკუეთუ ვინმე უმეცარ არს, უმეცარ იყავნ. 39. ვინაჲცა, ძმანო ჩემნო, გშურდინ წინაჲსწარმეტყუელებად და სიტყუად ენათა ნუ დაეყენებით. 40. ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ.

მათე 21,12-14; 17-20

12. და შევიდა იესუ ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა და დასასხდომლები იგი ტრედის-მოფარდულთაჲ მათ დაუქცია. 13. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა. 14. და მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა, და განკურნნა იგინი. … 17. დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ. 18. და განთიად, მო-რაჲ-ვიდოდა ქალაქად, შეემშია. 19. და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაჲ პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ! და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად. 20. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, დაუკჳრდა და იტყოდეს: ვითარ მეყსეულად განჴმა ლეღჳ იგი!

შაბათის: რომაელთა მიმართ 14,6-9

6. რომელი-იგი ზრახვიდეს დღესა მას, უფლისად ზრახავს; და რომელი არა ზრახვიდეს დღესა მას, უფლისადვე არა ზრახავს; და რომელი ჭამს, უფლისად ჭამს, რამეთუ ჰმადლობს ღმერთსა; და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს, და ჰმადლობს ღმერთსა. 7. რამეთუ არავინ ჩუენგანი თავით თჳსით ცოცხალ არს, და არავინ თავით თჳსით მოკუდების; 8. რამეთუ გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ, და გინა თუ მოვსწყდებით, უფლისა მიერვე მოვსწყდებით; გინა თუ ცოცხალ ვიყვნეთ, გინა თუ მოვსწყდეთ, უფლისანი ვართ. 9. რამეთუ ამისთჳსცა ქრისტე მოკუდა და აღდგა და ცხონდა, რაჲთა მკუდართაცა და ცხოველთაცა ზედა უფლებდეს.

მათე 15,32-39

32. ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აჰა ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმთაჲ არა მნებავს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა. 33. ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: ვინაჲ არს ჩუენდა უდაბნოსა ზედა პური ესოდენი, ვითარმცა განძღა ერი ესოდენი? 34. ჰრქუა მათ იესუ: რაოდენი პური გაქუს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: შჳდი პური და მცირედ თევზი. 35. და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა ზედა. 36. და მოიღო შჳდი იგი პური და თევზნი, ჰმადლობდა, განტეხა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას. 37. ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფჳრიდი სავსე. 38. ხოლო რომელთა-იგი ჭამეს, იყვნეს ოთხ ათას მამანი ხოლო, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა. 39. და განუტევა ერი იგი და აღვიდა იესუ ნავსა და მოვიდა საზღვართა მაგდალოჲსათა.