ძველი სტილით 24 აპრილი

სამშაბათი

დღევანდელ დღეზე დაბრუნება

საკითხავები

ორშაბათის: საქმე მოციქულთა 3,19-26

19. შეინანეთ უკუე და მოიქეცით, რაჲთა აღიჴოცნენ ცოდვანი თქუენნი, 20. რაჲთა, რაჟამს მოიწინენ ჟამნი განსუენებისანი პირისაგან უფლისა, და მოავლინოს, რომელსა-იგი ჴელი შეჰყავთ თქუენ, ქრისტე იესუ, 21. რომლისა-იგი ჯერ-არს ზეშთა შეწყნარებაჲ ვიდრე ჟამადმდე კუალად-გებისა ყოველთა, რომელთა იტყოდა ღმერთი საუკუნითგან პირითა ყოველთა წმიდათა წინასწარმეტყუელთა მისთაჲთა. 22. რამეთუ მოსე თქუა მამათა მიმართ, ვითარმედ: წინასწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ ყოვლისა მისებრ, რომელსა გეტყოდის თქუენ. 23. და იყოს ყოველმან სულმან რომელმან არა ისმინოს მის წინასწარმეტყუელისაჲ, მოისპოს იგი ერისაგან. 24. და ყოველნი წინასწარმეტყუელნი სამოელისითგან და შემდგომითი-შემდგომად რაოდენნი იტყოდეს და წინაჲსწარ უთხრობდეს დღეთა ამათ. 25. რამეთუ თქუენ ხართ შვილნი წინასწარმეტყუელთანი და აღთქუმისანი, რომელი-იგი აღუთქუა ღმერთმან მამათა ჩუენთა და ჰრქუა აბრაჰამს, ვითარმედ: ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი. 26. თქუენ პირველად აღგიდგინა ღმერთმან ძე თჳსი იესუ, რომელი-იგი მოავლინა მაკურთხეველად თქუენდა, რაჲთა მოიქცეთ კაცად-კაცადი უკეთურებისაგან თქუენისა.

იოანე 2,1-11

1. და მესამესა დღესა ქორწილი იყო კანას გალილეაჲსასა, და მუნ იყო დედაჲ იესუჲსი. 2. მიჰხადეს იესუს და მოწაფეთა მისთა ქორწილსა მას. 3. და ვითარ მოაკლდა ღჳნოჲ, ჰრქუა იესუს დედამან მისმან: ღჳნოჲ არა აქუს. 4. ჰრქუა მას იესუ: რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი. 5. ჰრქუა დედამან მისმან მსახურთა მათ, ვითარმედ: რაჲცა გრქუას თქუენ, ყავთ! 6. იყვნეს მუნ სარწყულნი ქვისანი ექუსნი, მდგომარენი, მსგავსად განწმენდისა მის ჰურიათაჲსა. რომელთა შთაისხიან საწყაული ორ-ორი გინა სამ-სამი. 7. და ჰრქუა მათ იესუ: აღავსენით სარწყულნი ეგე წყლითა! და მათ აღავსნეს იგინი პირისპირ. 8. და ჰრქუა მათ: აღმოავსეთ აწ და მოართჳთ პურისა უფალსა! ხოლო მათ მოართუეს. 9. და ვითარცა გემოჲ იხილა პურისა უფალმან წყალი იგი, რომელი ღჳნო იქმნა, და არა უწყოდა, ვინაჲ იყო, გარნა მსახურთა მათ უწყოდეს, რომელთა აღავსნეს წყლითა, მოუწოდა პურისა უფალმან მას სიძესა 10. და ჰრქუა მას: ყოველმან კაცმან კეთილი ღჳნოჲ პირველად წარმოდგის, და ოდეს დაითრვნიან, მაშინ უჯერესიცა. ხოლო შენ დაჰმარხე ღჳნოჲ კეთილი აქამომდე. 11. ესე ქმნა დასაბამად სასწაულთა იესუ კანას გალილეაჲსასა და გამოუცხადა დიდებაჲ თჳსი, და ჰრწმენა მისი მოწაფეთა მისთა.

სამშაბათის: საქმე მოციქულთა 4,1-10

1. და ვიდრე ეტყოდეს-ღა იგინი ერსა მას, მოიწინეს მათ ზედა მღდელნი იგი და ერისთავი იგი ტაძრისაჲ მის და სადუკეველნი, 2. ლმობილნი და მკსინვარენი სწავლისა მისთვის ერისა და მითხრობისა იესუჲს მიერ აღდგომისათჳს მკუდრეთით, 3. და დაასხეს მათ ზედა ჴელნი მათნი და მისცნეს იგინი დამარხვად ხვალისა, რამეთუ შემწუხრდებოდა. 4. და მრავალთა, რომელთა ესმა სიტყუაჲ იგი მათი, ჰრწმენა; და იყო რიცხჳ იგი მორწმუნეთაჲ მათ ვითარ ხუთ ათას ოდენ. 5. და იყო ხვალისაგან შეკრებაჲ მთავართა მათთაჲ და ხუცესთაჲ და მწიგნობართაჲ იერუსალჱმს, 6. და ანა მღდელთ მოძღუარი და კაიაფა, და იოვანე და ალექსანდრე და რაოდენნი იყვნეს ნათესავისაგან მღდელთმოძღუართაჲსა. 7. და დაადგინნეს იგინი შორის მათსა და ჰკითხვიდეს: რომლითა ძალითა, ანუ რომლითა სახელითა ჰქმენით თქუენ ესე? 8. მაშინ პეტრე აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მათ: მთავარნო ერისანო და მოხუცებულნო ისრაჱლისანო, 9. უკუეთუ ჩვენ დღეს განვიკითხვიდეთ ქველის-საქმესა ზედა კაცისა უძლურისასა, რომლითა ესე ცხონდა, 10. ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაჱლისა, ვითარმედ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქუენსა ცოცხალი.

იოანე 3,16-21

16. რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. 17. რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ. 18. რომელსა ჰრწმენეს მისი, არა დაისაჯოს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდ-შობილისა. 19. და ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. 20. რამეთუ ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი. 21. ხოლო რომელი იქმნ ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად, რაჲთა ცხად იყვნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან.