ძველი სტილით 9 მარტიდიდი მარხვა

პარასკევი

დღევანდელ დღეზე დაბრუნება

საკითხავები

ცისკარზე: ლუკა 21,12-19

12. ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს. 13. და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ. 14. დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ. 15. რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა. 16. რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა. 17. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. 18. და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს. 19. და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.

ლიტურგიაზე: მოწამეთა: ებრაელთა მიმართ 12,1-10

1. აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა. 2. და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა. 3. გან-უკუე-იზრახეთ, რომელმან-იგი ესევითარი დაითმინა ცოდვილთაგან მისა მიმართი იგი სიტყჳს-გებაჲ, რაჲთა არა დაშურეთ სულითა თქუენითა და მოჰმედგრდეთ. 4. რამეთუ არღა სისხლთადმდე წინა-დადგრომილ ხართ თქუენ ცოდვისა მიმართ ახოვნად 5. და მოჰმედგრდეთ ნუგეშინის-ცემისაგან, რომელი ვითარცა შვილთა გეტყჳს თქუენ: შვილო ჩემო, ნუ სულ-მოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა, ნუცაღა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა. 6. რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის. 7. უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან? 8. ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ-ქმნულ არიან ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი. 9. აწ უკუეთუმცა გუესხნეს ჴორციელნი მამა-დედანი მასწავლელად, გუეკდიმებოდა სამემცა; არა-მე უფროჲს დავემორჩილნეთა მამასა მას სულთასა და ვცხონდეთ? 10. რამეთუ რომელნიმე იგი მცირედთა დღეთა მათისაებრ ნებისა სწავლიდეს, ხოლო ესე უმჯობესისათჳს, რაჲთა მოიღონ სიწმიდისაგან მისისა.

მათე 20,1-16

1. რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. 2. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. 3. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, 4. და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. 5. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. 6. ხოლო მათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? 7. ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ. 8. და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან ეზოჲს-მოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც მათ სასყიდელი; იწყე უკუანაჲსკნელთაგან, ვიდრე პირველთამდე. 9. მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. 10. მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი. 11. ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს 12. და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყუენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე. 13. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ? 14. მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. 15. ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ. 16. ესრეთ იყვნენ წინანი უკანა, და უკანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ.

მწუხრზე: შესაქმე 5,32-6,8

32. და იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა. და შვნა ნოე სამნი ძენი: სემ, ქამ და იაფეთ. 1. და იყო, რაჟამს იწყეს განმრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა. და ასულნი იშვნეს მათდა. 2. ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თჳსთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს. 3. და თქუა უფალმან ღმერთმან: არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც, ხოლო იყვნენ ასოც წელ. 4. და გმირნი იყვნენ ქუეყანასა ზედა მათ დღეთა შინა და შემდგომად ამისსა ვითარცა შევიდოდეს ძენი ღმრთისანი ასულთა მიმართ კაცთასა და შობდეს თავთა თჳსთად. და იგინი იყვნეს გმირნი საუკუნითგან, კაცნი სახელოვანნი. 5. ხოლო იხილა რაჲ უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა. და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა. 6. და შეიგონა ღმერთმან, რამეთუ შექმნა კაცი ქუეყანასა ზედა, და განიგონა. 7. და თქუა ღმერთმან: აღვჴოცო კაცი, რომელი შევქმენ პირისაგან ქუეყანისა კაცთაგან მიპირუტყუთამდე და ქუეწარმავალთაგან მფრინველთამდე ცისათა, რამეთუ შევინანე, რამეთუ შევქმენ იგინი. 8. ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა.

იგავთა 6,20-7,1

20. შვილო, დაიმარხენ შჯულნი მამისა შენისანი და წესთა დედისა შენისათა ნუ განიშორებ. 21. და დაიდგენ იგინი თხემსა შენსა ზედა მარადის და შეიბენ ყელსა შენსა, 22. რაჟამს ხჳდოდი, წარიხუენ იგინი, და შენ თანა იყუნენ და, რაჟამს გეძინოს, გცვიდენ შენ და რათა, რაჟამს აღსდგე, თანაგზრახვიდეს შენ, 23. რამეთუ სანთელი - მცნებაჲ, ხოლო შჯული - ნათელი და გზაჲ ცხორებისა - მხილებაჲ და სწავლაჲ, 24. რათა დაგიცვას შენ დედაკაცისაგან ქმრისცოლისა და ზრახვისაგან ენისა უცხოჲსა. 25. შვილო, ნუ გარევინ სიკეთე გულისთქუმისა, ნუცა მოინადირებ თუალთაგან შენთა, ნუცა შესცთები წამთაგან მისთა. 26. რაჟამს სასყიდელი მეძვისაჲ, ვითარცა ერთის ჴუეზის პურის, რამეთუ დედაკაცმან უკეთურმან პატიოსანნი სულნი მამათანი მოინადირნის. 27. გამო-მე-ვის-ეკრისა ცეცხლი წიაღთა და სამოსელი მისი არა დაიწჳს? 28. ანუ ვალნმე ვინ ნაკუერცხალსა ზედა ცეცხლისასა და ფერჴი მისი არა მოიწუას? 29. ეგრეთვე, რომელი შევიდეს დედაკაცისა თანა ქმრისცოლისა, არა განერეს ტანჯვასა ძჳრსა, ეგრეთვე არა უბრალო იყოს ყოველი, რომელი შეეხოს მას. 30. არა საკჳრველ არს, უკუეთუ ვინმე დაეპყრას პარვასა, იპარავნ რაჲ, განიძღოს სული თჳსი მშიერი. 31. უკუეთუ დაეპყრას, შჳდწილად იზღჳოს და შემდგომად ყოველი ნაყოფი მისცეს, რათა იჴსნეს სული თჳსი. 32. ხოლო მემრუშემან ნაკლულევანებითა გონებისათა წარწყმედაჲ თავსა თჳსსა მოატყუას. 33. სალმობაჲ ხოლო და გინებაჲ დაითმინის, ხოლო ყუედრებაჲ მისი არა აღიჴოცოს უკუნისამდე, 34. რამეთუ სავსე არს შურითა და გულისწყრომითა ქმარი მისი; არა ერიდოს დღესა სასჯელისასა. 35. ვერ გამოიჴსნეს რავდენითავე საჴმრითა მტერობისა მისგან, არცა დასცხრების მრავლითა ძღუნითა. 1. შვილო, დაიმარხენ სიტყუანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი დაიფარენ შენ თანა. შვილო, პატივ-ეც უფალსა და განსძლიერდე და მისსა გარეშე ნურავისსა გეშინის სხჳსა.