ძველი სტილით 18 მაისიმსგეფსი

ხუთშაბათი

დღევანდელ დღეზე დაბრუნება

საკითხავები

ხუთშაბათის: რომაელთა მიმართ 1,28-2,9

28. და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაჲთამცა აქუნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროჲსა; 29. აღსავსენი ყოვლითა სიცრუითა, სიძვითა, უკეთურებითა, ანგაჰრებითა, ბოროტებითა, სავსე შურითა, კაცის-კლვითა, ჴდომითა, ზაკუვითა, ბოროტის ჩუეულებითა, 30. ცუნდრუკებითა, ძჳრის მეტყუელ, ღმრთის შემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან, ლაღ, მომპოვნებელ ბოროტისა, მამა-დედათა ურჩ, 31. უგულისჴმო, უწესო, უყუარულ, უწირავ, უწყალო, 32. რომელთა სამართალი ღმრთისაჲ იცოდეს, რამეთუ ესევითარისა მოქმედნი ღირს არიან სიკუდილისა; არცა ხოლო ამას იქმან, არამედ თანაცა სათნო-ეყოფვიან მოქმედთა მათ. 1. ამისთჳს ვერ სიტყჳს მიმგებელ ხარ, ჵ კაცო, ყოველი, რომელიცა შჯი, რამეთუ რომლითა შჯი მოყუასსა, თავსა თჳსსა დაიშჯი, რამეთუ მასვე იქმ, რომელსაცა შჯი. 2. ესე უწყით, რამეთუ საშჯელი ღმრთისაჲ ჭეშმარიტ არს ესევითარისა მოქმედთათჳს. 3. ამას სამე ჰგონება, ჵ კაცო, რომელი შჯი ესევითარისა მოქმედთა მათ და იქმ მასვე ვითარ-მე შენ განერე საშჯელსა ღმრთისასა? 4. ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ, ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ? 5. ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულებისა ღმრთისასა, 6. რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ: 7. მოთმინეთა მათ საქმისა კეთილისათა - დიდებაჲ და პატივი და უხრწნელებაჲ, რომელნი ეძიებენ ცხორებასა საუკუნესა; 8. ხოლო ჴდომისაგანთა მათ და ურჩთა ჭეშმარიტებისათა და მორჩილთა სიცრუისათა – რისხვაჲ და გულის წყრომაჲ. 9. ჭირი და იწროებაჲ ყოველსა ზედა სულსა კაცისასა, მოქმედსა ბოროტისასა, ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა!

მათე 5,27-32

27. გესმა, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო. 28. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა. 29. უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა. 30. და უკუეთუ მარჯუენე ჴელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და არა ყოველი გუამი შენი შთავარდეს გეჰენიასა. 31. თქუმულ არს, რამეთუ რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი, მიეცინ მას განსატევებელი. 32. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა.

პარასკევის: რომაელთა მიმართ 2,14-29

14. რამეთუ წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნ, და ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფდეს; ამათ რამეთუ შჯულ არა აქუს, თავისა თჳსისათჳს შჯულ არიან: 15. რომელნი გამოაჩინებენ საქმესა შჯულისასა, დაწერილსა გულთა შინა მათთა, თანა-მოწამებითა მათდა გონებისა მათისაჲთა და შორის ურთიერთას გულის სიტყუანი შეასმენდენ ანუ სიტყუას უგებდენ 16. დღესა მას, რომელსა შჯიდეს ღმერთი დაფარულსა მას კაცთასა მსგავსად სახარებისა მის ჩემისა იესუ ქრისტეს მიერ. 17. უკუეთუ შენ ჰურიაჲ სახელ-გედების, და განისუენებ შჯულსა ზედა და იქადი ღმრთისა 18. და იცი ნებაჲ იგი და გამოიცდი უმჯობესსა მას და სწავლულ ხარ შჯულისაგან 19. და ესავ თავსა შენსა წინამძღურად ბრმათა, ნათლად, რომელნი არიან ბნელსა შინა, 20. მასწავლელად უგუნურთა, მოძღურად ჩჩჳლთა და გაქუს ხატი იგი მეცნიერებისაჲ და ჭეშმარიტებისაჲ შჯულსა შინა, 21. რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ; 22. რომელი ჰქადაგებ არა-პარვასა, იპარავ; რომელი იტყჳ არა მრუშებასა, იმრუშებ; რომელსა გძაგან კერპნი, საკურთხეველსა სძარცუავ; 23. რომელი შჯულითა იქადი, გარდასლვითა მაგით შჯულისაჲთა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ? 24. რამეთუ სახელი ღმრთისაჲ თქუენთჳს იგმობვის წარმართთა შორის, ვითარცა წერილ არს. 25. რამეთუ წინადაცუეთილებაჲ სარგებელ არს, უკუეთუ შჯულსა იმარხავ, ხოლო უკუეთუ გარდამავალ იყო შჯულისა, წინადაცუეთილებაჲ შენი წინადაუცუეთელება იქმნა. 26. აწ უკუე, უკუეთუ წინადაუცუეთელი იგი სიმართლესა შჯულისასა იმარხავს, არა-მე წინადაუცუეთელობაჲ იგი მისი წინადაცუეთილებად შეერაცხოსა? 27. და გშჯიდეს ბუნებით წინადაცუეთელი იგი, შჯულისა აღმასრულებელი, შენ, რომელი-ეგე წიგნითა და წინადაცუეთითა შჯულისა გარდამავალ ხარ! 28. რამეთუ არა რომელი-იგი ცხადად ჰურიაჲ არს, არცა რომელი ცხადად ჴორცითა წინადაცუეთილ, 29. არამედ რომელი ფარულად ჰურიაჲ არს და წინადაცუეთილებაჲ გულისაჲ აქუს სულითა, არა წიგნითა, რომლისა-იგი ქებაჲ არა კაცთაგან არს, არამედ ღმრთისაგან.

მათე 5,33-41

33. კუალად გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მისცე უფალსა ფიცი შენი. 34. ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ; 35. ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი არს ფერჴთა მისთაჲ; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ. 36. ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისაცა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად. 37. არამედ იყავნ სიტყუაჲ თქუენი ჰჱ ჰე და არაჲ არა. ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს. 38. გესმა, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ. 39. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. 40. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი. 41. და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა.