საკითხავები
ოთხშაბათის: გალატელთა მიმართ 6,2-10
2. ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი. 3. რამეთუ უკუეთუ ვისმე ეგონოს, ვითარმედ არს რაჲმე, და იგი არაჲ იყოს, თავსა თჳსსა აცთუნებს. 4. არამედ საქმენი თჳსნი გამოიცადენინ კაცად-კაცადმან, და მაშინ თავისა თჳსისა ხოლო ქებაჲ აქუნდეს, და არა მოყუსისა მიმართ, 5. რამეთუ კაცად-კაცადმან თჳსი ტჳრთი იტჳრთოს. 6. ხოლო ეზიარებოდენ უმეცარი იგი სიტყუასა მასწავლელისასა ყოველსა შინა კეთილსა. 7. ნუ სცთებით, ღმერთი არა შეურაცხ-იქმნების. რამეთუ რაჲ-ცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს. 8. რამეთუ რომელმან სთესოს ჴორცთა შინა თჳსთა, ჴორცთა მიერ თჳსთა მოიმკოს ხრწნილებაჲ; ხოლო რომელმან სთესოს სულსა თჳსსა, სულისაგან თჳსისა მოიმკოს ცხორებაჲ საუკუნოჲ. 9. ხოლო კეთილისა საქმე ნუმცა გუეწყინების, რამეთუ თჳსსა ჟამსა მოვიმკოთ, არა თუ მოვმედგრდეთ. 10. აწ უკუე, ვიდრე ჟამი გუაქუს-ღა, ვიქმოდით კეთილსა ყოველთა მიმართ, ხოლო უფროჲსად სახლეულთა მათ მიმართ სარწმუნოებისათა.
მარკოზ 7,14-24
14. და მოუწოდა ყოველსა მას ერსა და ეტყოდა მათ: ისმინეთ ჩემი ყოველთა და გულისჴმა-ყავთ: 15. არარაჲ არს კაცისა გარეთ შემავალი მისა, რომელმანცა შეაგინა იგი; არამედ რომელი გამოვალს მისგან, იგი არს, რომელი შეაგინებს კაცსა. 16. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! 17. და ოდეს შევიდა სახიდ ერისა მისგან, ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი იგავისა მისთჳს. 18. და ჰრქუა მათ: ეგრეთვე თქუენცა უგულისჴმოვე ხართა და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი გარეშე შემავალი კაცსა არა შეაგინებს? 19. რამეთუ არა შევალს გულსა, არამედ მუცლად, და განსავალით განვალს და განსწმედს ყოველსა ჭამადსა. 20. და იტყოდა, ვითარმედ: კაცისაგან გამომავალი შეაგინებს კაცსა, 21. რამეთუ შინაგან გულისაგან კაცთაჲსა გამოვლენან გულის-სიტყუანი ბოროტნი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი, 22. ანგაჰრებანი და უკეთურებანი, ზაკუვანი, არაწმიდებანი, თუალ-ბოროტებანი, გმობანი, ამპარტავანებანი, უგუნურებანი. 23. ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა. 24. და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტჳროსისა და სიდონისათა. და შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად.
ხუთშაბათის: ეფესელთა მიმართ 1,1-9
1. პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, წმიდათა მაგათ, რომელნი ხართ ეფესოს შინა, და სარწმუნოთა ქრისტე იესუჲს მიერ: 2. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა. 3. კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტეს მიერ. 4. ვითარცა-იგი გამოგჳრჩინა ჩუენ მის მიერ უწინარეს სოფლის დაბადებისა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ წმიდა და უბიწო წინაშე მისსა სიყუარულით. 5. წინაწარ გჳჩინნა ჩუენ შვილებად იესუ ქრისტეს მიერ მისა მიმართ სათნოებისაებრ ნებისა მისისა, 6. საქებელად დიდებისა მადლისა მისისა, რომლითა მოგუმადლა ჩუენ საყუარელისა მის მიერ, 7. რომლისა მიერ გუაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ სისხლითა მისითა და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ სიმდიდრისაებრ მადლისა მისისა, 8. რომელი-იგი გარდაჰმატა ჩუენდა მომართ ყოვლითა სიბრძნითა და გონიერებითა. 9. გუაუწყა ჩუენ საიდუმლოჲ იგი ნებისა მისისაჲ სათნოებისაებრ მისისა, რომელი-იგი წინაჲთვე განაჩინა მას შინა.
მარკოზ 7,24-30
24. და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტჳროსისა და სიდონისათა. და შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად. 25. რამეთუ ესმა ვისმე დედაკაცსა მისთჳს, რომელსა ესუა ასული სულითა არაწმიდითა ურვეული, და მოვიდა და შეუვრდა ფერჴთა მისთა. 26. ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ნათესავით ასური ფინიკელი, ზღჳსკიდით, და ევედრებოდა მას, რაჲთა განჴადოს ეშმაკი იგი ასულისაგან მისისა. 27. ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაცადე პირველად განძღებად შვილთა, რამეთუ არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. 28. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა ქუეშე ჭამედ ნამუსრევისაგან შვილთაჲსა. 29. ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაგის სიტყჳსათჳს ვიდოდე! განსრულ არს ეშმაკი ასულისაგან შენისა. 30. და წარვიდა დედაკაცი იგი სახიდ თჳსა და პოვა, რამეთუ ეშმაკი იგი განსრულ იყო, და ასული იგი მისი შემოსილი, მჯდომარე ცხედარსა ზედა.


