საკითხავები
პარასკევის: საქმე მოციქულთა 8,40-9,19
40. და ფილიპე იპოა აზოტით კერძო, მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა ვიდრე მოსლვადმდე მისა კესარიად. 1. ხოლო სავლე უფროჲსად განრისხნებოდა და სავსე იყო გულის წყრომითა და კლვითა მოწაფეთა მათ ზედა უფლისათა, მოუჴდა მღდელთ მოძღუარსა მას 2. და ითხოვა მისგან წიგნები დამასკოდ სხუათა მიმართ კრებულთა, რაჲთა მივიდეს და, თუ ვინმე პოვნეს ამის მოძღურებისა გზასა, მამები ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ. 3. და მი-ოდენ რაჲ-ვიდოდა იგი და მიეახლნეს დამასკესა, მეყსეულად იყო გარემოჲს მისსა ბრწყინვალებაჲ ნათლისაჲ ზეცით გარდამო. 4. და იგი დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზისაჲ. 5. მან მიუგო და ჰრქუა: შენ ვინ ხარ, უფალო? ჰრქუა მას: მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი. 6. არამედ აღდეგ და შევედ ქალაქად, და მუნ გეთხრას შენ, რაჲ-იგი ღირდეს შენდა საქმედ. 7. და კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა, დგეს დაკჳრვებულნი. სმენით ესმოდა ჴმაჲ იგი, ხოლო ხედვიდეს ვერარას. 8. აღდგა სავლე ქუეყანით, თუალნი ეხილვნეს და ხედვიდა ვერარას. უპყრეს ჴელი მისთანათა მათ და შეიყვანეს დამასკოდ. 9. და წარჴდეს სამნი დღენი, და არარას ხედვიდა და არცა ჭამა და არცა სუა. 10. ხოლო იყო ვინმე მოწაფე დამასკეს შინა, სახელით ანანია. და ჰრქუა მას უფალმან ჩუენებით: ანანია! და მან ჰრქუა: აქა ვარ, უფალო. 11. ჰრქუა მას უფალმან: აღდეგ შენ ადრე და მივედ უბანსა მას, რომელსა ჰრქჳან მართალი, და მოიძიე ტაძართა მათ იუდაჲსთა სავლე სახელით, ტარსელი, რამეთუ აჰა-ეგერა ილოცავს მუნ. 12. და იხილა მან ჩუენებით კაცი სახელით ანანია, რომელი შევიდა და დაასხნა ჴელნი მას ზედა, რაჲთა აღიხილნეს. 13. მიუგო ანანია და ჰრქუა: უფალო, მასმიეს მრავალთაგან მის კაცისათჳს, რაოდენი ძჳრი შეაჩუენა წმიდათა შენთა იერუსალჱმს შინა, 14. და აქაცა მოუღებიეს ჴელმწიფებაჲ მღდელთ მოძღუართაგან შეკრვად ყოველთა, რომელნი ხადიან სახელსა შენსა. 15. ჰრქუა მას უფალმან: მივედ შენ, რამეთუ მე ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი, რაჲთა ზე აქუნდეს სახელი ჩემი წინაშე ყოველთა წარმართთა, და მეფეთა და მთავართა, ძეთა ისრაჱლისათა. 16. და მე უჩუენო მას რაოდენი ღირდეს მისა ვნებად სახელისა ჩემისათჳს. 17. აღდგა ანანია და წარვიდა და შევიდა ტაძართა მათ და დაასხნა მის ზედა ჴელნი მისნი და ჰრქუა: საულ ძმაო, უფალმან მომავლინა მე, იესუ, რომელი გეჩუენა შენ გზასა მას, რომელსა მოხჳდოდე, რაჲთა აღიხილნე თუალნი შენნი და აღივსო სულითა წმიდითა. 18. და მყის გარდამოვარდეს თუალთაგან მისთა ვითარცა ნაქურცენნი და მეყსეულად აღიხილნა და აღდგა და ნათელ-იღო. 19. და მოიღო საზრდელი და განძლიერდა. და იყო მუნ მოწაფეთა მათ თანა დამასკოს დღე რაოდენმე;
იოანე 6,48-54
48. მე ვარ პური ცხორებისაჲ. 49. მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა და მოწყდეს. 50. ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა; უკუეთუ ვინმე ჭამოს მისგანი, არა მოკუდეს. 51. მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა. 52. ილალვიდეს ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: ვითარ-მე ჴელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად? 53. ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნედეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. 54. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა.
შაბათის: საქმე მოციქულთა 9,19-31
19. და მოიღო საზრდელი და განძლიერდა. და იყო მუნ მოწაფეთა მათ თანა დამასკოს დღე რაოდენმე; 20. და მეყსეულად შესაკრებელთა შინა ქადაგებდა ქრისტესა, ვითარმედ: ესე არს ძე ღმრთისაჲ. 21. და დაუკჳრდებოდა ყოველთა, რომელთა ესმოდა და იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი-იგი ტყუენვიდა იერუსალჱმს შინა, რომელნი ხადოდეს სახელსა იესუჲსსა, და აქაცა მისთჳს მოსრულ იყო, რაჲთა კრულნი აღიყვანნეს იგინი მღდელთ მოძღუართა თანა? 22. ხოლო სავლე უფროჲს განძლიერდებოდა და შეჰკრებდა ჰურიათა, რომელნი მყოფ იყვნეს დამასკეს შინა და გულისჴმა-უყოფდა, ვითარმედ ესე არს ქრისტე. 23. ვითარცა აღესრულნეს დღენი მრავალნი, განიზრახეს ჰურიათა მათ მოკლვაჲ მისი. 24. და მოიყვანეს იგი მოწაფეთა ღამე და ზღუდით გარდაუტევეს იგი სფჳრიდითა. 26. და მი-რაჲ-ვიდა სავლე იერუსალჱმდ, აზმნობდა შედგომად მოწაფეთა მათ; და ყოველთა ეშინოდა მისგან, რამეთუ არა ჰრწმენა, ვითარმედ არს იგი მოწაფე. 27. ხოლო ბარნაბა წარმოიყვანა იგი და მოჰგუარა მოციქულთა და უთხრა მათ, ვითარ-იგი გზასა ზედა იხილა უფალი და რამეთუ ეტყოდა მას და ვითარ-იგი დამასკეს შინა განეცხადა სახელითა იესუჲსითა. 28. და იყო მათ თანა და შევიდოდა იერუსალჱმს და განეცხადებოდა სახელითა უფლისა იესუჲსითა. 29. ეტყოდა და გამოეძიებდა ბერძლ მეტყუელთა მათ თანა, ხოლო იგინი განიზრახვიდეს მოკლვასა მისსა. 30. და ვითარცა აგრძნეს ესე ძმათა, წარიყვანეს კესარიად და წარგზავნეს იგი ტარსუნდ. 31. ხოლო ეკლესიანი იგი ყოველთა მათ ადგილთა ჰურიასტანისათა და გალილეაჲსათა და სამარიაჲსათა ეგნეს მშჳდობით, შენნი და წარმართებულნი შიშსა უფლისასა, და ნუგეშინის-ცემითა სულისა წმიდისაჲთა განმრავლდებოდეს.
იოანე 15,17-16,2
17. ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას. 18. უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა. 19. უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა. 20. მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ. 21. არამედ ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი. 22. უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს. 23. რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს. 24. უკეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაჲმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი. 25. არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი სჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: მომიძულეს მე ცუდად. 26. ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს. 27. და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ. 1. ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ. 2. კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა.


