საკითხავები
ცისკარზე: ხარების: ლუკა 1,39-49;56
39. და აღდგა მარიამ მათ დღეთა შინა და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაჲსა. 40. და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ. 41. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაჲ მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ. 42. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ! 43. და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა? 44. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაჲ ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. 45. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქუმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. 46. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, 47. და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, 48. რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; 49. რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, ... 56. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე და წარვიდა სახიდ თჳსა.
ლიტურგიაზე: ხარების: ებრაელთა მიმართ 2,11-18
11. რამეთუ განმწმედელი იგი და განწმედილნი იგი ერთისაგან არიან ყოველნი, რომლისათჳსაცა არა ჰრცხუენის ძმად წოდებაჲ მათი და იტყჳს: 12. მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის კრებულსა გიგალობდე შენ. 13. და მერმე იტყჳს: მე ვიყო მოსავ მისსა; და კუალად: აჰა ესერა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან. 14. რამეთუ ყრმათაცა ეზიარა ჴორცითა და სისხლითა, და თავადმან მსგავსად მოიღო მათივე, რაჲთა სიკუდილითა მით განაქარვოს, რომლისა-იგი ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ, ესე იგი არს ეშმაკი, 15. და განათავისუფლნეს ესენი, რაოდენნი შიშითა სიკუდილისაჲთა სამარადისოდ ცხორებად თანა-მდებ იყვნეს კირთებისა. 16. რამეთუ არასადაჲთ ანგელოზთაჲთ იწყო, არამედ ნათესავისაგან აბრაჰამისა იწყო. 17. ამისთჳს ჯერ-იყო მისა ყოვლითავე ძმათა მსგავსებაჲ, რაჲთა მოწყალე ექმნეს და სარწმუნო მღდელთმოძღუარ ღმრთისა მიმართ, რაჲთა ულხინებდეს ცოდვილთა ერისათა. 18. რამეთუ რომლითა-იგი ივნო თავადმან და გამოიცადა, ძალ-უც, რომელნი-იგი განიცადებოდიან, მათდაცა შეწევნად.
ლუკა 1,24-38
24. და შემდგომად დღეთა მათ მიუდგა ელისაბედ, ცოლი მისი, და იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თუე და იტყოდა, 25. ვითარმედ: ესრეთ მიყო მე უფალმან დღეთა ამათ, რომელთა მოხედვა-ყო მოსპოლვად ყუედრებაჲ ჩემი კაცთა შორის. 26. და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ, 27. ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ. 28. და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. 29. ხოლო მან რაჲ იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე? 30. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. 31. და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ. 32. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ. 33. და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ. 34. ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი? 35. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის. 36. და აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსე თუჱ არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ. 37. რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ. 38. ჰრქუა მას მარიამ: აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა! და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი.
მწუხრზე: შესაქმე 49,33-50,26
33. დასცხრა იაკობ ბრძანებად ძეთა თჳსთა და აღიხუნა ფერჴნი თჳსნი ცხედრად და მოაკლდა და შეეძინა ერსა თჳსსა.1. და დავარდა იოსებ პირსა ზედა მამისა თჳსისასა და ტიროდა და ამბორს-უყო მას. 2. და უბრძანა იოსებ მონათა თჳსთა მკუდრის მმოსელთა შემოსად მამაჲ თჳსი. 3. და შემოსეს მკუდრის მმოსელთა მათ ისრაჱლ და აღასრულეს მისი ორმეოცი დღე, რამეთუ ესრეთ აღირაცხიან დღენი დაფლვისანი. და ეგლოვდა მას ეგჳპტე სამეოცდაათ დღე. 4. და ვითარცა წარჰჴდეს დღენი იგი გლოვისანი, ეტყოდა იოსებ მთავართა ფარაოსთა და ჰრქუა მათ: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე თქუენსა, ეტყოდეთ ყურთა ფარაოსთა და არქუთ: 5. მამამან ჩემმან მაფუცა მე და მრქუა: "საფლავსა მას, რომელ-იგი ვიქმენ თავისა ჩემისა ქუეყანასა ქანანისასა, მუნ დამფალ მე", აწ უკუე აღვიდე და დავფლა მამაჲ ჩემი და კუალად მოვიდე. 6. და ჰრქუა ფარაო იოსებს: აღვედ და დაფალ იგი ვითარცა გაფუცა შენ. 7. და აღვიდა იოსებ დაფლვად მამისა თჳსისა. და მის თანა აღვიდეს ყოველნი მონანი ფარაოჲსნი და მოხუცებულნი სახლისა მისისანი და ყოველნი მოხუცებულნი ქუეყანისა ეგჳპტისანი, 8. და ყოველივე სახლი იოსებისი და ყოველნივე ძმანი მისნი და ყოველნივე სახლი მამულისა მისისანი და ნათესავი. და ცხოვარი და ზროხა დაუტევეს ქუეყანასა გესემისასა. 9. და მის თანა აღვიდა ეტლები და მჴედრები და იყო ბანაკი იგი დიდ ფრიად. 10. და მოვიდეს იგინი კალოებსა მას ზედა ადატისასა, რომელ არს წიაღ იორდანესა, და ეტყებდეს მას ტყებითა დიდითა და ძლიერით ფრიად. და ყო იოსებ გლოვაჲ მამისა თჳსისა შჳდ დღე. 11. და იხილეს მკჳდრთა ქუეყანისა მის ქანანისათა გლოვაჲ კალოთა მათ ადატისათა, თქუეს: გლოვაჲ დიდ არს ვსე ეგჳპტელთა. ამისთჳს უწოდა ადგილსა მას სახელი გლოვაჲ ეგჳპტისაჲ, რომელ არს იორდანესა თანა. 12. და უყვეს მათ ძეთა ისრაჱლისათა ესრეთ, ვითარცა-იგი ამცნო მათ. 13. და აღმოიღეს იგი ძეთა მისთა ქუეყანად ქანანისა, და დაფლეს იგი ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ მოგებად საფლავად ძეთაგან ეფრონის ქეტელისათა წინაშე მამბრესა. 14. და მიიქცა იოსებ ეგჳპტედ, იგი და ძმანი მისნი და რომელნი მის თანა აღმოსრულ იყვნეს დაფლვად მამისა მისისა. 15. ვითარცა იხილეს ძმათა იოსებისთა, რამეთუ აღესრულა მამაჲ მათი, თქუეს: ნუუკუე ძჳრი იჴსენოს ჩუენთჳს იოსებ და მოგუაგოს მოსაგებელი ჩუენი ყოვლისა მისთჳს ბოროტისა, რომელი შევაჩუენეთ მას. 16. და მოვიდეს იოსებისა და ჰრქუეს მას: მამამან შენმან გაფუცა შენ ვიდრე აღსრულებადმდე მისა და გრქუა შენ. 17. ესრეთ არქუთ იოსებს მიუტევენ სიცრუენი და ცოდვანი მათნი, რამეთუ ბოროტი შეგაჩუენეს შენ და აწ თავს-იდევ შეცოდებაჲ მსახურთა ღმრთისა მამისა შენისათა. და ტიროდა იოსებ სიტყუასა მას ზედა მათსა მის მიმართ. 18. და მოუჴდეს მას და ჰრქუეს: ჩუენ შენი მონანი ვართ. 19. და ჰრქუა მათ იოსებ: ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ ღმრთისა ვარი მე. 20. თქუენ ზრახეთ ჩემთჳს ბოროტი, ხოლო ღმერთმან ზრახა ჩემთჳს კეთილი, რათა იყოს ვითარცა დღეს, რათა გამოიზარდოს ერი მრავალი და ჰრქუა მათ იოსებ: 21. ნუ გეშინინ, მე გამოგზარდნე თქუენ და სახლი თქუენი. და ნუგეშინის-სცა მათ და ეტყოდა ნებისაებრ მათისა. 22. და დაემკჳდრა იოსებ ეგჳპტეს, იგი და ძმანი მისნი და ყოველი სახლი მამისა მისისა და ცხოვნდა იოსებ ასდაათ წელ. 23. და იხილნა იოსებ ყრმა ეფრემისნი მესამედ ნათესავადმდე: და ძენი მაქირისნი, ძისა მანასესი იშვნეს წიაღთა იოსებისთა. 24. ეტყოდა იოსებ ძმათა თჳსთა და ჰრქუა: მე მოვკუდები და მოხედვით მოხედვა-ყოს ღმერთმან თქუენ ზედა, განგიყუანნეს თქუენ ამიერ ქუეყანით მას ქუეყანასა, რომლისათჳს ეფუცა მამათა ჩუენთა აბრაჰამს, ისაკს და იაკობს. 25. და აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: მოხედვასა მას, ოდეს მოგხედოს თქუენ ღმერთმან, თანა-აღიხუენით თქუენ ძუალნი ჩემნი თქუენ თანა. 26. და აღესრულა იოსებ ასდაათისა წლისაჲ, და დაჰფლეს იგი და დადვეს საფლავსა მას ეგჳპტეს შინა. და შემურეს იგი ნელსაცხებლითა და დაფლეს იგი ცხედრითა ეგჳპტეს შინა.
იგავთა 31,8-31
8. შვილო, აღაღე პირი შენი სიტყუასა ღმრთისასა და შჯიდ ყოველთა ცოცხლად. 9. აღაღე პირი შენი და შჯიდ სიმართლით გლახაკთა და უძლურთა. 10. დედაკაცი მჴნე ვინმე პოოს, რამეთუ უპატიოსნეს არს ანთრაკთა მრავალსასყიდლისათა ეგევითარი იგი. 11. მოსავ არნ მის ზედა გული ქრმისა მისისა, ესევითარისა ნატყუენავსა არარათ დააკლდეს; 12. რამეთუ შეეწევის ქმარს თჳსსა ყოველსა კეთილსა, არა ბოროტსა, ყოველსა ცხოვრებასა მისსა, 13. მოიგო მატყლი და სელი და ქმნა საქმრად ჴელითა თჳსითა, 14. იქმნა იგი, ვითარცა ნავი მომავალი შორით. შეიკრიბა მან თავისა თჳსისა სიმდიდრე. 15. და აღდგის ღამითგან და მისცის საზრდელი სახლეულთა თჳსთა. და მუშაკთა და მჴნველთა, 16. იხილა ქუეყანა საქმარი და მოიყიდა, ნაყოფთაგან ჴელთა თჳსთასა დაჰნერგა ფუზე, 17. მოირტყნა ძლიერად წელნი მისნი და დაიძრვნა მკლავნი მისნი საქმედ, 18. და იხილა გემო, რამეთუ კეთილ არს საქმე, და არა დაშრტებინ ღამე ყოელ ნათელი მისი. 19. ჴელნი მისნი განმარტნა უმჯობესსა და ნებნი მისნი მიყუნა ტარსა სთვად ნივთისა, 20. ხოლო ჴელნი მისნი განუხუნა გლახაკთა და ნაყოფი მიუპყრა დავრდომილთა. 21. არას ზრუნავნ სახლსა შინა ქმარი მისი, უკუეთუ სადა ყოვნის, რამეთუ ყოველნი მისთანანი შემოსილ იყვნენ მრჩობლი სამოსელი და ქლამინდი 22. უქმნა ქმარსა თჳსსა ბისონისაგან და ძოწეულისა თავისა თჳსისა სამოსელი. 23. სახედავ არნ ბჭეთა ზედა ქმარი მისი, რაჟამს დაშჯდის კრებულსა შორის მოხუცებულთა და მკჳდრთა ქუეყანისათა. 24. არდაგები ქმნა და განუყო ფინიკიელთა, ხოლო სარტყლები ქანანელთა, 25. პირი თჳსი აღაღო კრძალულებით და წესი განუჩინა ენასა თჳსსა, 26. ძალი და შუენიერება შეიმოსა და იხარა უკანასკნელთა დღეთა. 27. მშრალ არიედ ალაგნი სახლისა მისისანი, ხოლო საზრდელი სიცონილისა არა ჭამა, პირი მისი აღაღო მეცნიერებითა და წესიერებითა. 28. და წყალობამან მისმან დაამტკიცნა ძენი მისნი და ქმარმანცა მისმან აქო იგი და თქუა: 29. მრავალთა ასულთა ყვეს ძლიერება, მრავალთა მოიგეს სიმდიდრე, ხოლო შენ გარდაჰრიე და გარდაჰმატე უფროს ყოველთასა. 30. ტყუილით სათნოებანი და ამოებით სიკეთე დედათა არა არს შენ თანა, რამეთუ დედაკაცი გონიერი იკურთხოს და მოშიშნი უფლისანი აქებდენ მას. 31. მოაგეთ მას ნაყოფთაგან ბაგეთა მისთასა და იქებოდენ ბჭეთა ზედა ქმარი მისი.


