საკითხავები
ცისკარზე: ლუკა 7,17-30
17. და განეფინა სიტყუაჲ ესე ყოველსა ჰურიასტანსა მისთჳს და ყოველსა მას გარემო სოფლებსა. 18. და უთხრეს იოვანეს მოწაფეთა მისთა ამის ყოვლისათჳს. 19. და მოუწოდა იოვანე ორთა მოწაფეთა თჳსთა და მიავლინნა იესუჲსა და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით? 20. და მი-რაჲ-ვიდეს მისა კაცნი იგი, ჰრქუეს: იოვანე ნათლის-მცემელმან მომავლინნა ჩუენ შენდა და თქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით? 21. მას ჟამსა შინა განკურნნა მრავალნი სნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან უკეთურთა და მრავალთა ბრმათა მიჰმადლა ხედვაჲ. 22. და მიუგო და ჰრქუა მათ იესუ: მივედით და უთხართ იოვანეს, რაჲ-ესე იხილეთ და გესმა: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, და გლახაკთა ეხარების. 23. და ნეტარ იყოს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ. 24. და ვითარცა წარვიდეს მოციქულნი იგი იოვანესნი, იწყო სიტყუად იესუ ერისა მის მიმართ იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა? 25. არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, სამოსლითა ჩჩჳლითა მოსილისა? აჰა ესერა რომელნი სამოსლითა დიდებულითა და საშუებელითა არიან, სამეუფოთა შინა არიან. 26. არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა. 27. რამეთუ ესე არს, რომლისათჳს-იგი წერილ არს: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა. 28. რამეთუ გეტყჳ თქუენ: უფროჲსი შობილთა შორის დედათაჲსა იოვანე ნათლის-მცემელისა წინაწარმეტყუელი არავინ არს, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა უფროჲსა მისა არს. 29. და ყოველსა ერსა ესმა და მეზუერეთა, განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლის-ცემითა იოვანესითა. 30. ხოლო ფარისეველთა და სჯულის-მოძღუართა ზრახვაჲ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყვეს თავისა თჳსისა, რამეთუ არა ნათელ–იღეს მისგან.
ლიტურგიაზე: წინამორბედის: 2 კორინთელთა მიმართ 4,6-15
6. რამეთუ ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა, განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა. 7. ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცის ჭურებითა, რაჲთა გარდარეული იგი ძლიერებისაჲ იყოს ღმრთისაჲ და არა ჩუენგან. 8. ყოველსა შინა ვიჭირვით, არამედ არა იწროება გჳჩნს; წარ-ღათუ-წირულ ვართ, არამედ არა განწირულება გჳჩნს. 9. დევნულ ღათუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ; და-ღათუ-ვრდომილ ვართ, არამედ არა წარწყმედულ ვართ. 10. მარადის სიკუდილი იგი უფლისა იესუჲსი ჴორცთა შინა ჩუენთა გჳტჳრთავს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა გამოცხადნეს. 11. რამეთუ მარადის ჩუენ, ცხოველნი ესე, სიკუდილსა მივეცემით იესუჲსთჳს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი მოკუდავთა ამათ შინა ჴორცთა ჩუენთა გამოცხადნეს; 12. ვინაჲცა სიკუდილი ჩუენ თანა შეიქმნების, ხოლო ცხორებაჲ - თქუენ შორის. 13. ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე, და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳსცა ვიტყჳთ. 14. ესე უწყით, რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს, წარმადგინნეს თქუენ თანა. 15. რამეთუ ყოველივე თქუენთჳს არს, რაჲთა მადლი იგი აღემატოს მრავალთათჳს, და მადლობაჲ იგი გარდაერიოს სადიდებელად ღმრთისა.
მათე 11,2-15
2. ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა ორნი მოწაფენი თჳსნი 3. და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით? 4. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ჰხედავთ: 5. ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, და ყრუთა ესმის, და მკუდარნი აღდგებიან და გლახაკთა ეხარების. 6. და ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ. 7. და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა? 8. არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილისა? აჰა ესერა რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან. 9. არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა. 10. რამეთუ ესე არს, რომლისათჳს წერილ არს: აჰა ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განჰმზადეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა. 11. ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლის-მცემელისა; ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს. 12. რამეთუ დღითგან იოვანე ნათლის-მცემლისაჲთ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი. 13. რამეთუ ყოველნი წინაწარმეტყუელნი და სჯული ვიდრე იოვანესამდე წინაწარმეტყუელებდეს. 14. და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მოვალს. 15. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
მწუხრზე: შესაქმე 4,16-26
16. გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა და დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა. 17. და იცნა კაინ ცოლი თჳსი. და მუცლად-მღებელმან შვა ენოს. და აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელად ძისა თჳსისა ენოს. 18. ხოლო შვა ენოს ღაიდად. და ღაიდად შვა მალელელ და მალელელ შვა მათუსალა. და მათუსალა შვა ლამექ. 19. და მოიყვანა ლამექ თავისა თჳსისა ორ ცოლ. სახელი ერთისა - ადა და სახელი მეორისა - სელა. 20. და შვა ადა იობელ. ესე იყო მამაჲ მკჳდრთა კარვებისათა, საცხოვართმზრდელთა. 21. და სახელი ძმისა მისისა იობალ. ესე იყო გამომაჩინებელ საფსალმონისა და ებნისა. 22. ხოლო სელა შვა. მან-ცა თობალ და იყო კუერით ხუროჲ, მჭედელი რვალისა და რკინისა, ხოლო დაჲ თობელისი - ნოემა. 23. და ჰრქუა ლამექ ცოლთა თჳსთა: ადა და სელა, ისმინეთ ჴმისა ჩემისა, ცოლთა ლამექისათა, ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, რამეთუ მამაკაცი მოვკალ წყლულებად ჩემდა და ჭაბუკი საგუემელად ჩემდა. 24. რამეთუ შჳდგზის შური ძლებულ არს კაინისაგან, ხოლო ლამექისაგან სამეოცდაათ შვიდგზის. 25. ხოლო ადამ იცნა ცოლი თჳსი ევა. და მიდგომილმან შვა ძე და უწოდა სახელი მისი სით მეტყუელმან: რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი სხუაჲ ნაცულად აბელისსა, რომელი მოკლა კაინ. 26. და სით შვა ძე და უწოდა სახელი მისი ენოს. ესე ესვიდა ხადად სახელსა უფლისა ღმრთისასა.
იგავთა 5,15-6,3
15. შვილო სუ წყალი ჯურღმულთაგან შენთა წყაროჲსა. 16. გარდამოეცემოდენ გარე წყალი შენისაგან წყაროჲსა და შენთა უბანთა შინა დიოდენ წყალნი შენნი. 17. იყავნ შენდა ხოლო მონაგებად და ნუ ვინ უცხოჲ გეზიარებინ შენ. 18. წყაროჲ იგი წყლისაჲ იყავნ შენდა თჳსად და თავად იხარებნ დედაკაცი სიჭაბუკესა შენსა. 19. ირემ სიყუარულის და ნუკრ მადლთა გზრახევდინ შენ და შენ თანა იყავნ ყოველსა ჟამსა, რამეთუ სიყუარულითა რაჲ მისითა მის თანა იქცეოდი, მრავალ იყო. 20. ნუ დაიყოვნებ უცხოსა თანა დედაკაცისა, ნუცა მოახუევ მკლავთა შენთა, რომელი არა შენი იყოს, 21. რამეთუ თუალთა წინაშე ღმრთისათა არიან გზანი კაცისანი და ყოველთა ალაგთა მისთა ხედავს. 22. უშჯულოებამან მოინადირის კაცი, და საბლითა ცოდვისა თჳსისათა კაცად-კაცადი შეიკრვის. 23. ესევითარი აღესრულოს უსწავლელთა თანა, და სიმართლისაგან სიპოხისა თჳსისა განვარდა და წარწყმდა უგუნურებითა თჳსითა. 1. შვილო, უკუეთუ თავს-იდვა მეგობარი შენი, მისცე ჴელი შენი მტერსა შენსა, 2. რამეთუ საფრჴე ძლიერ არიან კაცისა თჳსნი ბაგენი და შეიპყრობის სიტყჳთა პირისა მისისათა. 3. ჰყოფდ, შვილო, რომელსა მე გამცნებ და სცხოვნდე.


