საკითხავები
პარასკევის: 1 იოანე 2,7-17
7. ძმანო, არა მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, არამედ მცნებასა პირველსა, რომელი გაქუნდა დასაბამითგან. მცნებაჲ იგი პირველი არს სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა პირველითგან. 8. კუალად მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, რომელი არს ჭეშმარიტ მის თანა და თქუენ შორის, რამეთუ ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს. 9. რომელმან თქუას ნათელსა შინა ყოფაჲ და ძმაჲ თჳსი სძულდეს, იგი ბნელსა შინა არს ვიდრე აქამომდე. 10. ხოლო რომელსა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, იგი ნათელსა შინა არს და საცთური არა არს მის თანა. 11. ხოლო რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი ბნელსა შინა არს და ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი. 12. მივსწერ თქუენდა, შვილნო, რამეთუ მიგეტევებიან თქუენ ცოდვანი თქუენნი სახელითა მისითა. 13. მივსწერ თქუენდა, მამანო, რამეთუ იცანთ პირველი იგი. მივსწერ თქუენდა, ჭაბუკნო, რამეთუ გიძლევიეს ბოროტისადა. მივსწერ თქუენდა, ყრმანო, რამეთუ იცანთ მამაჲ. 14. მივწერე თქუენდა, მამანო, რამეთუ იცანთ პირველი იგი. მივწერე თქუენდა, ჭაბუკნო, რამეთუ ძლიერ ხართ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ თქუენ თანა დადგრომილ არს და გიძლევიეს ბოროტისადა. 15. ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა. 16. რამეთუ ყოველივე სოფელსა შინა ესე არს გულის თქუმაჲ ჴორცთაჲ და გულის თქუმაჲ თუალთაჲ და სილაღე ამის ცხორებისაჲ. და ესე არა არს მამისაგან, არამედ სოფლისაგანი არს. 17. და სოფელი ესე წარჴდეს და გულის თქუმაჲ მისი, ხოლო რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, იგი ეგოს უკუნისამდე.
მარკოზ 14,3-9
3. და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა და ინაჴით-ჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ, მრავალ-სასყიდლისაჲ, და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავსა მისსა. 4. იყვნეს ვინმე, რომელნი დრტჳნვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲსათჳს იქმნა წარწყმედაჲ ნელსაცხებლისაჲ ამის? 5. რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად უფროჲს სამასისა დრაჰკნისა და მიცემად გლახაკთა და ჰრისხვიდეს მას. 6. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ მაგას, რაჲსა შრომასა შეამთხუევთ? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემ თანა. 7. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან. უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც კეთილის-ყოფად მათა, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. 8. რომელი აქუნდა, ყო, უსწრო ნელსაცხებელითა ცხებად ჴორცთა ჩემთა დასაფლველად ჩემდა. 9. ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, და რომელიცა-ესე ქმნა, ითქუმოდის საჴსენებელად მაგისა.
შაბათის: 2 ტიმოთეს მიმართ 3,1-9
1. ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკუანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი. 2. და იყვნენ კაცნი თავის მოყუარე, ვეცხლის მოყუარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ, 3. უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშჳდებელ, კეთილის მოძულე, 4. შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე. 5. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ. და ამათგანცა განეშორე. 6. რამეთუ ამათგანნი არიან, რომელნი შევლენან სახლებსა და გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა, მოიპოვებენ გულის თქუმათა თჳთო-სახეთა 7. და ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლად. 8. ვითარცა-იგი იანე და იამბრე უჴდებოდეს მოსეს, ეგრეთცა ესენი უჴდებიან ჭეშმარიტებასა, კაცნი განხრწნილნი გონებითა, გამოუცდელნი სარწმუნოებითა. 9. გარნა არა წარემატნენ უფროჲს, რამეთუ უგუნურებაჲ მათი ცხად იყოს ყოველთადა, ვითარცა-იგი მათი იყო.
ლუკა 20,45-21,4
45. და ვითარცა ესმოდა ესე ყოველსა მას ერსა, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: 46. ეკრძალენით მწიგნობართაგან, რომელთა ჰნებავს სამოსლითა სლვაჲ და რომელთა უყუარს უბანთა ზედა მოკითხვაჲ და პირველად ჯდომაჲ კრებულსა შორის და ზემჯდომაჲ პურსა ზედა, 47. რომელნი შესჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვედ. ამათ მოიღონ უმეტესი სასჯელი. 1. და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის-საცავსა მას მდიდარნი. 2. და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი, 3. და თქუა: ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა, 4. რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა.


