ძველი სტილით 18 დეკემბერიშობის მარხვა

პარასკევი

დღევანდელ დღეზე დაბრუნება

საკითხავები

ტიტეს მიმართ 1,15-2,10

15. რამეთუ ყოველივე წმიდა არს წმიდათათჳს; ხოლო შეგინებულთათჳს და ურწმუნოთა არარაჲ არს წმიდა, არამედ შეგინებულ არს მათი გულიცა და გონებაჲცა. 16. ღმერთსა აღიარებენ ვითარმედ იციან, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ, საძაგელნი არიან და ურჩნი და ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა გამოუცდელ. 1. ხოლო შენ იტყოდე, რომელი შუენის სიცოცხლისა მას მოძღურებასა: 2. ხუცესნი ფრთხილ იყვნედ, ღირს, წმიდა, ცოცხალ სარწმუნოებითა, სიყუარულითა, მოთმინებითა; 3. მოხუცებულნი დედანი ეგრეთვე დაწყნარებულებითა შუენიერ, ნუ მასმენელ, ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ, კეთილის მოძღუარ, 4. რაჲთა განაბრძნობდენ ჭაბუკთა მათ ქმართ მოყუარე ყოფად, შვილთ მოყუარე, 5. წმიდა, უბიწო, სახლის მპყრობელ, სახიერ, დამორჩილებულ თჳსთა ქმართა, რაჲთა არა სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ იგმობვოდის. 6. ჭაბუკთა მამათა ეგრეთვე ჰლოცევდ, რაჲთა წმიდა იყვნენ. 7. ყოვლისათჳსვე თავსა შენსა სახედ მისცემდი კეთილთა საქმეთა, მოძღურებასა მას შინა უხრწნელებაჲ, ღირსებაჲ, განურყუნელობაჲ, 8. სიტყუაჲ ცოცხალი, უგმობელი, რაჲთა წინააღმდგომსა მას ჰრცხუენოდის და რაჲთა არა აქუნდეს ჩუეენდა მომართ სიტყუად ბოროტისა. 9. მონანი თჳსთა უფალთა დაემორჩილნედ და ყოველსა შინა სათნო ეყვნედ, ნუ სიტყჳს-მგებელ. 10. ნუ მომხუეჭელ, არამედ ყოველსავე სარწმუნოებასა აჩუენებედ კეთილსა, რაჲთა მოძღურებაჲ იგი მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისაჲ შეამკონ ყოვლითა.

მარკოზ 9,33-41

33. და მოვიდა კაპერნაუმდ. და ვითარცა შევიდა იგი სახლსა, და ჰკითხვიდა მათ, რასა-იგი იცილობდეს ურთიერთას გზასა ზედა. 34. ხოლო იგინი დუმნეს, რამეთუ ურთიერთას იტყოდეს გზასა ზედა, ვითარმედ: ჩუენგანი ვინ-მე უდიდეს იყოს? 35. და დაჯდა და მოუწოდა ათორმეტთა მათ და ჰრქუა: ვის უნდეს თქუენგანსა პირველ ყოფაჲ, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ. 36. და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი შორის მათსა და მკლავთა მიიქუა იგი და ჰრქუა მათ: 37. რომელმან ერთი ამათგანი ყრმაჲ შეიწყნაროს სახელისა ჩემისათჳს, მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, არა მე შემიწყნაროს, არამედ მომავლინებელი ჩემი. 38. მიუგო მას იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩუენ არა შეგჳდგს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემიდგს ჩუენ. 39. ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-ეწიფოს ბოროტის-სიტყუად ჩემდა. 40. რამეთუ რომელი არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს. 41. რომელმან გასუას თქუენ სასუმელი წყლისაჲ სახელად ჩემდა, რამეთუ ქრისტესნი ხართ, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.