საკითხავები
1 ტიმოთეს მიმართ 1,18-20;2,8-15
18. ამას მცნებასა შეგვედრებ შენ, შვილო ტიმოთე, მსგავსად მიძღუანებულთა მათ შენდა წინაწარმეტყუელებათა, რაჲთა ჰსაგრობდე მას შინა კეთილსა მას საგრობასა, 19. და გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და კეთილი გონებაჲ, რომელი-იგი ვიეთმე განიშორეს და სარწმუნოებისაგან განცჳვეს; 20. რომელ არიან ჳმენოს და ალექსანდროს, რომელნი-იგი მივსცენ ეშმაკსა, რაჲთა განისწავლნენ არა-გმობად. … 8. მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა; 9. ეგრეთვე დედათაჲ წესიერებისა სამკაულითა მორცხუად და ღირსებით შემკობად თავთა თჳსთა, არა განთხზვითა, ანუ ოქროჲთა ანუ მარგალიტითა ანუ სამოსლითა დიდფასისაჲთა, 10. არამედ, რომელი-იგი ჰშუენის დედათა, რომელთა აღეთქუას ღმრთის მსახურებაჲ საქმეთა მიერ კეთილთა. 11. დედაკაცი მდუმრიად ისწავებდინ ყოვლითა დამორჩილებითა. 12. მოძღურებად დედათა არა უბრძანებ, არცა მთავრობად ქმრისა, არამედ რაჲთა იყოს იგი მყუდროებით. 13. რამეთუ ადამ პირველად დაებადა და მერმე - ევა. 14. და ადამ არა სცთა, ხოლო დედაკაცი იგი სცთა და შჯულსა გარდაჰჴდა, 15. არამედ ცხონდების შვილთა სხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა.
ლუკა 20,1-8
1. და იყო მათ დღეთა შინა, ასწავებდა რაჲ ერსა მას და ახარებდა ტაძარსა შინა, ზედა-მიუჴდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ, 2. ეტყოდეს მას და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ მეცა სიტყუაჲ ერთი, და მითხართ მე: 4. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? 5. ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით იყო, მრქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა გრწმენა მისი? 6. და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, ყოველმან ერმან ქვაჲ დამკრიბოს ჩუენ, რამეთუ სარწმუნო არს იოვანე წინაწარმეტყუელად. 7. და მიუგეს და ჰრქუეს: არა ვიცით, ვინაჲ იყო. 8. და იესუ ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.


