საკითხავები
ფილიპელთა მიმართ 1,8-14
8. რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, ვითარ-იგი მსურის თქუენ ყოველთათჳს მოწყალებითა ქრისტე იესუჲსითა; 9. და ამას ვილოცავ, რაჲთა სიყუარული ეგე თქუენი უფროჲს და უმეტეს გარდაერიოს მეცნიერებითა და ყოვლითა ფრთხილებითა, 10. რაჲთა გამოიცადოთ თქუენ უმჯობესი იგი, რაჲთა იყვნეთ თქუენ ჭეშმარიტ და დაუბრკოლებელ დღედმდე ქრისტე იესუჲსა, 11. აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისაჲთა იესუ ქრისტეს მიერ სადიდებელად და საქებელად ღმრთისა. 12. უწყებაჲ თქუენი მნებავს, ძმანო, რამეთუ ჩემთჳს უფროჲსღა წარსამატებელად სახარებისა მისთჳს მოივლინა, 13. ვიდრეღა კრულებანი ესე ჩემნი განცხადებულ იქმნნეს ქრისტეს მიერ ყოველსა მას ტაძარსა და სხუათა მიმართ ყოველთა, 14. და უმრავლესთა ძმათა უფლისა მიერ, მოსავთა მათ ჩემთა კრულებათასა, უმეტესღა ვიკადრებ უშიშად სიტყუასა მას ღმრთისასა სიტყუად.
ლუკა 8,1-3
1. და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა. 2. და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს. 3. იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავალნი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.


