ძველი სტილით 9 სექტემბერიმარხვა

ოთხშაბათი

დღევანდელ დღეზე დაბრუნება

საკითხავები

2 კორინთელთა მიმართ 13,3-13

3. ვინაჲთგან გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე; რომელი-იგი თქუენდა მიმართ არა უძლურ არს, არამედ ძლიერ თქუენ შორის. 4. რამეთუ დაღაცათუ ჯუარს-ეცუა უძლურებით, არამედ ცხოველ არს ძალითა ღმრთისაჲთა; და რამეთუ ჩუენცა უძლურ ვართ მისა მიმართ, არამედ ვცხონდეთ მის თანა ძალისაგან ღმრთისა თქუენითურთ. 5. თავნი თჳსნი გამოიცადენით, უკუეთუ ხართ სარწმუნოებასა შინა. თავნი თჳსნი განიკითხენით. ანუ არა უწყნითა თავნი თჳსნი, რამეთუ იესუ ქრისტე თქუენ შორის არს? გარნა თუ გამოუცდელ რაჲმე ხართ. 6. ხოლო ვესავ, ვითარმედ სცნათ, რამეთუ ჩუენ არა ვართ გამოუცდელ. 7. ხოლო ვილოცავ ღმრთისა მიმართ, რაჲთა არარაჲ ბოროტი გიყოს თქუენ, რაჲთა არა ჩუენ გამოცდილად გამოვჩნდეთ; არამედ რაჲთა თქუენ კეთილი ჰქმნეთ, ხოლო ჩუენ ვითარცა გამოუცდელნი ვიყვნეთ. 8. რამეთუ არა ჴელ-გუეწიფების ჭეშმარიტებისა ძჳრის სიტყუად, არამედ ჭეშმარიტებისა კერძო. 9. რამეთუ გჳხარის, რაჟამს ჩუენ უძლურ ვიყვნეთ, ხოლო თქუენ ძლიერ იყვნეთ; რამეთუ ამასცა ვილოცავთ, თქუენსა დამტკიცებასა. 10. და ამისთჳს ამას შორით მივსწერ, რაჲთა მი-რაჲ-ვიდე, არა თუალ-უხუავად ვიჴუმიო ჴელმწიფებისა მისებრ, რომელ მომცა მე უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად. 11. ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ, განმტკიცენით, ნუგეშინის-ცემულ იქმნენით, ნუგეშინის-სცემდით, მასვე ზრახევდით, მშჳდობასა ჰყოფდით; და ღმერთი სიყუარულისა და მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა. 12. მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა. გიკითხვენ თქუენ წმიდანი ყოველნი. 13. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და სიყუარული ღმრთისა და მამისაჲ, და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა. ამინ.

მარკოზ 4,35-41

35. მას დღესა შინა, ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა მათ: წიაღვჴდეთ მიერ კერძო. 36. და დაუტევეს ერი იგი და წარიყვანეს იგი მოწაფეთა, ვითარცა იყო ნავსა მას შინა, და სხუაჲცა ნავები, რომელი იყო მის თანა. 37. და იყო მეყსეულად ბორბალი ქარისაჲ დიდი და ღელვასა მას შთაასხმიდა ნავსა, ვითარმედ აღ-ცა-ივსებოდა ნავი იგი. 38. და თავადი იყო პირით კერძო თავსა მის ნავისასა და ეძინა. და განაღჳძებდეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, არა ჰზრუნავ, რამეთუ წარვწყმდებით? 39. და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ! და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ. 40. და ჰრქუა მათ: რაჲსა ესოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს სარწმუნოებაჲ? 41. და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?