საკითხავები
ორშაბათის: 2 კორინთელთა მიმართ 12,10-19
10. ამისთჳს სათნო-მიჩნს უძლურებათა შინა, გინებათა, ჭირთა, დევნულებათა და იწროებათა ქრისტესთჳს, რამეთუ რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები. 11. ვიქმენ უგუნურ სიქადულისათჳს. რამეთუ თქუენ მაიძულეთ მე. რამეთუ ჯერ-იყო ჩემდა, რაჲთამცა თქუენ მეწამენით მე, რამეთუ არარაჲთ დავაკლდი ფრიად მოციქულთა მათ, დაღათუ არარაჲ ვარ. 12. არამედ სასწაული იგი მოციქულისაჲვე იქმნა თქუენ შორის ყოვლითა მოთმინებითა, სასწაულებითა და ნიშებითა და ძალითა. 13. რამეთუ რაჲ არს, რომლითა-იგი იძლიენით უფროჲს სხუათა მათ ეკლესიათა, გარნა თუ, რამეთუ მე თჳთ არარაჲ დაგიმძიმე თქუენ? მომმადლეთ მე შეცოდებაჲ ესე. 14. აჰა ესერა მესამედ განმზადებულ ვარ მისლვად თქუენდა და არავე დაგიმძიმო თქუენ, რამეთუ არა ვეძიებ თქუენსა, არამედ თქუენ. რამეთუ არა შვილნი მამა-დედათა უუნჯებედ, არამედ მამა-დედანი შვილთა. 15. ხოლო მე ჯეროვნად განვილიო და განვკფდე სულთა თქუენთათჳს; რაოდენ უფროჲს მიყუართ თქუენ, უმცირეს გიყუარ მე. 16. იყავნ უკუე, რამეთუ მე თჳთ არაჲ დაგიმძიმე თქუენ; არამედ ვიყავ მეცნიერ და ზაკუვით მოგიყვანენ თქუენ. 17. ნუუკუე რომელი-იგი მივავლინე თქუენდა, მის მიერ მო-მე რაჲ-გაანგაჰრე თქუენ? 18. ვჰლოცევდ ტიტეს და თანამივაყვანე ძმაჲ: ნუ მო-მე რაჲ-გხუეჭა ტიტე? ანუ არა მითვე სულითა ვიდოდეთა? ანუ არა მათვე კუალთა შეუდეგითა? 19. კუალად გგონიეს, ვითარმედ თქუენ სიტყუას-გიგებთ. წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳთ, ხოლო ყოველივე, საყუარელნო, თქუენისა აღშენებისათჳს არს.
მარკოზ 4,10-23
10. და ოდეს იყო იგი თჳსაგან, ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა: რაჲ არს იგავი ესე? 11. ხოლო იგი ეტყოდა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ იგი სასუფევლისა ღმრთისაჲ, ხოლო გარეშეთა მათ – ყოველივე იგავით სიტყუად. 12. რაჲთა ხედვით ხედვიდენ, და არა იხილონ და სმენით ესმოდის და ვერ გულისჴმა-ყონ, ნუუკუე მოიქცენ და მიეტეოს მათ ცოდვაჲ მათი. 13. და ჰრქუა მათ: არა იცით იგავი ესე? და ვითარ უკუე ყოველნი იგავნი გულისჴმა-ჰყვნეთ? 14. რომელი-იგი სთესავს, სიტყუასა მას სთესავს. 15. ხოლო ესენი არიან, რომელნი-იგი გზასა ზედა, სადა-იგი დაეთესის სიტყუაჲ; და რაჟამს ისმინიან, მეყსეულად მოვიდის ეშმაკი და მიუღის მათ სიტყუაჲ იგი გულთაგან მათთა. 16. და ესენი არიან კლდოვანსა მას დათესულნი, რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან სიტყუაჲ, მეყსეულად სიხარულით მიიღიან; 17. და რამეთუ არა უბნ ძირი მათ შორის, არამედ საწუთო არიედ; და რაჟამს მოიწიის ჭირი ანუ დევნულებაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაჰბრკოლდიან. 18. და რომელნი ეკალთა შორის დაეთესნეს, ესენი არიან, რომელთა სიტყუაჲ იგი ისმინიან, 19. და ზრუნვანი ამის სოფლისანი და საცთური სიმდიდრისაჲ შეუჴდის და შეაშთვიან სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის. 20. და ესენი არიან, რომელნი კეთილსა ქუეყანასა დაეთესნეს, რომელთა ისმინიან სიტყუაჲ იგი და შეიწყნარიან და ნაყოფი გამოიღიან ოცდაათეული და სამოცეული და ასეული. 21. და ეტყოდა მათ: ნუ სანთელი მოიღიან და ჴჳმირსა ქუეშე შედგიან ანუ ცხედარსა ქუეშე დადგიან? ანუ არა სასანთლესა ზედა დადგიან? 22. რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა იყოს საიდუმლოდ, არამედ რაჲთა განცხადებულად მოვიდეს. 23. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
სამშაბათის: 2 კორინთელთა მიმართ 12,20-13,2
20. რამეთუ მეშინის, ნუუკუე მოვიდე და არა ვითარ-იგი მნებავს, გპოვნე თქუენ, და მე გეპოო თქუენ, ვითარ-იგი თქუენ არა გნებავს, ნუუკუე იყვნენ თქუენ შორის ჴდომაჲ და შური, გულის წყრომანი, ძჳრის ზრახვანი, წვალებანი, ცუნდრუკებანი, განლაღებანი, შფოთებანი. 21. ნუ კუალად, მო-რაჲ-ვიდე, დამამდაბლოს მე ღმერთმან ჩემმან თქუენდა მიმართ, და ვეგლოვდე მრავალთა წინაწარ შეცოდებულთა მათ და არა შენანებულთა არა-წმიდებასა მათსა ზედა, სიძვასა და სიბილწესა, რომელ ქმნეს. 1. აჰა ესერა მესამედ მოვალ თქუენდა. პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცების ყოველი სიტყუაჲ. 2. წინაწარ ვთქუ და აწცა წინაწარ ვიტყჳ, ვითარცა-იგი პირისპირ მეორედ მაშინ, და აწ შორით მივსწერ წინაწარ შეცოდებულთა მათდა და სხუათა ყოველთა: და რამეთუ უკუეთუ მოვიდე კუალად, არღარაჲ ვჰრიდო.
მარკოზ 4,24-34
24. და ეტყოდა მათ: იხილეთ, რაჲ-ესე გესმის: რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ და ზედა დაგერთოს თქუენ, რომელთა-ეგე გესმის. 25. რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მას. 26. და ეტყოდა მათ: ესრეთ არს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი კაცმან დასთესის თესლი ქუეყანასა 27. და დაიძინის; და აღდგის ღამე და დღე, და თესლი იგი აღმოსცენდის და განორძნდებინ, ვითარ-იგი მან არა უწყინ, 28. რამეთუ თჳსით თავით ქუეყანაჲ ნაყოფსა გამოიღებს: პირველად წუელი, მერმე თავი, მაშინღა სავსე იფქლი თავსა მას შინა. 29. და რაჟამს მოსცის ნაყოფი, მეყსეულად მოავლინის მანგალი, რამეთუ მოიწია მკაჲ. 30. და ეტყოდა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ? ანუ რომელი იგავი მოვიღოთ მისთჳს? 31. ვითარცა მდოგჳსა მარცუალი, რომელი დაეთესის ქუეყანასა, რამეთუ უმცირეს არს იგი ყოველთა თესლთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა. 32. და ოდეს დაეთესის და აღმოჴდის და იქმნის იგი უფროჲს ყოველთა მხალთა და გამოიხუნის რტონი დიდ-დიდნი, ვითარმედ შესაძლებელ არნცა ქუეშე საგრილსა მისსა მფრინველთა ცისათა დადგრომად. 33. და ესევითარითა იგავითა ეტყოდა მათ სიტყუასა, ვითარცა შემძლებელ იყვნეს იგინი სმენად. 34. და თჳნიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ; ხოლო თჳსაგან მოწაფეთა გამოუთარგმანის იგი ყოველი.


