ძველი სტილით 13 აგვისტომარიამობის მარხვა

ხუთშაბათი

დღევანდელ დღეზე დაბრუნება

საკითხავები

2 კორინთელთა მიმართ 1,1-7

1. პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და ტიმოთე ძმაჲ ეკლესიათა ღმრთისათა, რომელნი არიან კორინთეს შინა, ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი არიან ყოველსა აქაიასა: 2. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. 3. კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ. 4. რომელი ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა, რაჲთა შეუძლოთ ჩუენცა ნუგეშინის-ცემად ყოველთა მათ ჭირვეულთა ნუგეშინის-ცემითა მით, რომლითა ნუგეშინის-ცემულ ვართ ჩუენ ღმრთისა მიერ. 5. რამეთუ ვითარცა-იგი ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ჰმატან ნუგეშინის-ცემანიცა ჩუენი. 6. რამეთუ გინა თუ ვიჭირვით, თქუენისათჳს ნუგეშინის-ცემისა და ცხორებისა, რომელი შეიქმნების მოთმინებითა მათვე ვნებათაჲთა, რომელითა-ესე ჩუენცა გუევნების. 7. და სასოებაჲ ჩუენი მტკიცე არს თქუენთჳს. გინა თუ ნუგეშინის-ცემულ ვართ, თქუენისათჳს ნუგეშინის-ცემისა და ცხორებისა; უწყით, რამეთუ ვითარცა-იგი ზიარ ხართ ვნებათა მათ ჩუენთა, ეგრეთცა ნუგეშინის-ცემასა.

მათე 21,43-46

43. ამისთჳს გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა. 44. და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი. 45. და ესმნეს რაჲ მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა იგავნი ესე მისნი, ცნეს, რამეთუ მათთჳს თქუნა. 46. და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა მისგან, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი აქუნდა მათ იგი.