ძველი სტილით 8 დეკემბერიშობის მარხვა

ორშაბათი, სულთმოფენობიდან 30-ე შვიდეული

დღევანდელ დღეზე დაბრუნება

საკითხავები

ებრაელთა მიმართ 8,7-13

7. რამეთუ უკუეთუმცა პირველი იგი იყო უბიწო, არღარამცა მეორისაჲ მის საძიებელ იყო ადგილი. 8. რამეთუ აბრალებს მათ და ეტყჳს: აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და აღვასრულო სახლსა ზედა ისრაჱლისასა და სახლსა ზედა იუდაჲსსა აღთქუმაჲ ახალი. 9. არა აღთქუმისა მისებრ, რომელი-იგი აღუთქუ მამათა მათთა დღესა მას, რომელსა უპყარ ჴელი მათი გამოყვანებად მათდა ქუეყანით ეგჳპტით, რამეთუ იგინი არა დაადგრეს შჯულსა ჩემსა, და მე შეურაცხ-ვყვენ იგინი, იტყჳს უფალი. 10. რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი აღუთქუა სახლსა ისრაჱლისასა შემდგომად დღეთა მათ, იტყჳს უფალი: მივსცნე შჯულნი ჩემნი გონებათა მათთა და გულთა მათთა ზედა გამოვწერნე იგინი; და ვიყო მათდა ღმერთად, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად. 11. და არა ასწავებდეს კაცად-კაცადი მოქალაქესა თჳსსა და კაცად-კაცადი ძმასა თჳსსა და ჰრქუას: „იცან უფალი“, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე მცირითგან მათით ვიდრე დიდად მათამდე. 12. რამეთუ ულხინო სიცრუვეთა მათთა და უშჯულოებანი მათნი და ცოდვანი მათნი არღარა მოვიჴსენნე მერმე, 13. რაჟამს-იგი თქუას: „ახალიო“, დააძუელა პირველი იგი; ხოლო დაძუელებადი იგი და დაბერებადი მახლობელ არს განრყუნისა.

ლუკა 20,27-44

27. მო-ვინმე-უჴდეს მას ჟამსა შინა სადუკეველნი, რომელნი აცილობენ, ვითარმედ აღდგომაჲ არა არს, და ჰკითხეს მას და ეტყოდეს: 28. მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე ძმაჲ მოუკუდეს და ესუას მას ცოლი და იგი უშვილო იყოს, რაჲთა შეირთოს ცოლი იგი მისი ძმამან მისმან და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა. 29. შჳდნი უკუე ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან მან შეითრო ცოლი და მოკუდა უშვილოჲ. 30. და მეორემან და მესამემან, 31. და მოწყდეს უშვილონი. და ეგრეთვე ვიდრე მეშჳდედმდე, და არა დაშთა შვილი. 32. შემდგომად მათ ყოველთაჲსა მოკუდა დედაკაციცა იგი. 33. აწ უკუე აღდგომასა მას მკუდართასა ვისა მათგანისა იყოს ცოლ, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად? 34. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ნაშობნი ამის სოფლისანი იქორწინებიან და განჰქორწინებენ; 35. ხოლო რომელნი-იგი ღირს იქმნნენ საუკუნესა მას მიმთხუევად და აღდგომასა მას მკუდრეთით, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, 36. არცაღა მერმე სიკუდილად ჴელ-ეწიფების, რამეთუ სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი და აღდგომისანი არიან. 37. ხოლო რამეთუ აღდგენ მკუდარნი, მოსეცა აუწყა მაყულოვანსა მას ზედა, ვითარცა-იგი იტყჳს უფალსა ღმერთსა აბრაჰამისსა და ღმერთსა ისაკისსა და ღმერთსა იაკობისსა. 38. რამეთუ არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე. 39. მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართა და ჰრქუეს: მოძღუარ კეთილად სთქუ. 40. და ვერღარა იკადრეს კითხვად მისა მიერითგან. და ჰრქუა მათ უფალმან: 41. ვითარ უკუე იტყჳან ქრისტესა ძედ დავითისა? 42. რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს წიგნსა ფსალმუნთასა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, 43. ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა. 44. თჳთ იგი დავით უფლით ხადის, და ვითარ ძე მისი არს?