საკითხავები
1 თესალონიკელთა მიმართ 4,1-12
1. ამიერითგან, ძმანო ჩემნო, გიკითხავთ და გლოცავთ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა ვითარცა-იგი ისწავეთ ჩუენგან, ვითარ ჯერ-არს თქუენდა სლვაჲ და სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა უფროჲს ჰმატებდეთ; 2. რამეთუ იცით, ვითარნი მცნებანი მიგცენით თქუენ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა. 3. რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ, სიწმიდე ეგე თქუენი, განშორებად თქუენდა სიძვისაგან, 4. ცნობად კაცად-კაცადისა თქუენისა თავისა თჳსისა ჭურჭელი მოგებად სიწმიდით და პატივით, 5. ნუ ვნებითა გულის თქუმისაჲთა, ვითარცა-იგი წარმართნი, რომელთა არა იციან ღმერთი, 6. არა გარდასლვად და მოანგაჰრებად საქმესა ძმისა თჳსისასა, რამეთუ შურის-მეძიებელ არს ღმერთი ამათ ყოველთათჳს, ვითარცა-იგი წინაწარ გარქუთ თქუენ და გიწამებდით. 7. რამეთუ არა გჳჩინნა ჩუენ ღმერთმან არაწმიდებად, არამედ სიწმიდედ. 8. აწ უკუე რომელმან შეურაცხ-ყოს, არა კაცსა შეურაცხ-ჰყოფს, არამედ ღმერთსა, რომელმანცა მოგცა სული წმიდაჲ მისი თქუენ ზედა. 9. ხოლო ძმათ მოყუარებისათჳს არა გჳჴმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ ღმრთივ სწავლულნი ხართ სიყუარულისათჳს ურთიერთარს 10. და რამეთუ ჰყოფთცა მას ყოველთა მიმართ ძმათა, რომელნი არიან ყოველსა მაკედონიასა. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, გარდამატებად უფროჲსღა 11. და პატივის-ცემის მოყუარე იყვენით და მყუდრო და იქმოდეთ თჳსსა და შურებოდეთ ჴელითა თქუენითა, ვითარცა-იგი გამცენით თქუენ, 12. რაჲთა ხჳდოდით შუენიერად გარეშეთა მათ მიმართ, და ნურარაჲ ვის გიჴმნ.
ლუკა 11,9-13
9. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქუნ. 10. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს. 11. ვის უკუე თქუენგანსა მამასა სთხოვდეს ძე პურსა, ნუუკუე ქვაჲ მისცეს მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუუკუე თევზისა წილ გუელი მისცესა მას? 12. გინა თუ კუერცხსა სთხოვდეს, ნუუკუე ღრიაკალი მისცეს მას? 13. უკუეთუ თქუენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲს მამამან ზეცით მოსცეს სული წმიდაჲ, რომელნი სთხოვდენ მას.


