საკითხავები
კოლასელთა მიმართ 2,20-3,3
20. უკუეთუ მოჰკუედით ქრისტეს თანა ნივთთა მათგან ამის სოფლისათა, რაჲსაღა, ვითარცა ცხოველნი სოფელსა შინა ჰბრძანებთ: 21. „ნუ მიეახლები, ნუცა გემოსა იხილავ, ნუცა შეეხები“, 22. რომელი-იგი არს ყოველივე განსარყუნელად ჴუმევითა მით მცნებისა მისებრ და მოძღურებისა კაცთაჲსა? 23. რომელ-იგი არს, რეცა სიტყუაჲ რაჲმე აქუს სიბრძნისაჲ ნეფსითათა მით წესითა და სიმდაბლითა და ურიდებითა ჴორცთაჲთა, არა თუ პატივითა რაჲთმე განსაძღებელად ჴორცთა. 1. უკუეთუ ქრისტეს თანა აღსდეგით, ზეცისასა ეძიებდით, სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე. 2. ზეცისასა ზრახევდით და ნუ ქუეყანისასა. 3. რამეთუ მოჰკუედით, და ცხორებაჲ თქუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა.
ლუკა 8,1-3
1. და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა. 2. და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს. 3. იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავალნი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.


