ძველი სტილით 14 აგვისტომარიამობის მარხვა

ხუთშაბათი

დღევანდელ დღეზე დაბრუნება

საკითხავები

ხუთშაბათის: 2 კორინთელთა მიმართ 10,7-18

7. კაცად-კაცადისა პირსა ხედევდით. ვინ-იგი ესავს თავსა თჳსსა ქრისტესა ყოფად, ესე განიზრახენ კუალად თავით თჳსით, რამეთუ ვითარცა იგი ქრისტესი არს, ეგრეთცა ჩუენ ქრისტესნი. 8. რამეთუ, უკუეთუ უმეტეს რაჲ ვიქადო ჴელმწიფებისა ამის ჩუენისა-თჳს, რომელი მომცა ჩუენ უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად თქუენდა, არა მრცხუენეს, 9. ხოლო, რაჲთა არა საგონებელ ვიქმნა, ვითარმედ გაშინებ რასმე თქუენ წიგნითა ამით. 10. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: წიგნები ესე რეცა მძიმე და ძლიერ, ხოლო მოსლვაჲ ჴორცითა უძლურ, და სიტყუაჲ შეურაცხ. 11. და ესე განიზრახე ეგევითარმან მან, რამეთუ ვითარცა-იგი ვართ სიტყჳთა წიგნებისაჲთა შორით, ეგრეთცა მახლობელად საქმითა. 12. რამეთუ ვერ ვიკადრებთ თავთა თჳსთა განკითხვად გინა შეტყუებად ვიეთმე თანა, რომელნი-იგი თავთა თჳსთა ეწამებიან. არამედ იგინი თჳთ თავთა თჳსთა განიზომენ და თანა-შეატყუებენ თავთა თჳსთა თავით თჳსით და ვერ გულისჴმა-ჰყოფენ. 13. ხოლო ჩუენ არა უსაზომოდ ვიქადოთ, არამედ საზომითა მით წესისაჲთა, რომელი-იგი განგჳყო ჩუენ ღმერთმან საზომითა მით მიწდომად ვიდრე თქუენდამდე. 14. რამეთუ არა ვითარცა ვერ მიწდომილნი თქუენდა მიმართ. უმეტეს განვირთხამთ თავთა თჳსთა, რამეთუ ვიდრე თქუენდამდეცა მივსწუეთით სახარებითა ქრისტესითა. 15. არა უსაზომოდ მოქადულნი სხჳსა შრომილსა ზედა, არამედ სასოებაჲ გუაქუს ჩუენ აღორძინებულისა მის სარწმუნოებისა თქუენისა თქუენ შორის განდიდებად კანონისაებრ ჩუენისა ნამეტნავად, 16. მიერ კერძო თქუენსა სახარებად არა სხჳსა კანონსა ზედა მზასა სიქადულად. 17. ხოლო რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდენ. 18. რამეთუ არა რომელი-იგი თავსა თჳსსა ეწამებოდის, იგი არს გამოცდილი, არამედ რომელსა-იგი უფალი ეწამოს.

მარკოზ 3,28-35

28. ამინ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველივე მიეტეოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი, რაოდენსაცა ჰგმობდენ; 29. ხოლო რომელმან თქუას გმობაჲ სულისა წმიდისათჳს, არა აქუს მიტევებაჲ უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს იგი საუკუნოჲსა სასჯელისა. 30. რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: სული არაწმიდაჲ არს მის თანა. 31. მოვიდეს უკუე ძმანი მისნი და დედაჲ მისი და გარეშე დგეს და მოუვლინეს მას და გამოხადოდეს. 32. და სხდა გარემო მისა ერი მრავალი; და ვითარცა ჰრქუეს მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და გეძიებენ შენ, 33. მიუგო იესუ და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ძმანი ჩემნი? 34. და მიმოიხილა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და ჰრქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! 35. რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, ესე არს ძმაჲ ჩემი და დაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი.

პარასკევის: 2 კორინთელთა მიმართ 11,5-21

5. რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ არარაჲ დავაკლდი ფრიად მოციქულთა მათ. 6. და დაღათუ უცებ ვარ სიტყჳთა, არამედ არა ცნობითაცა, არამედ ყოვლითავე განვცხადენით ყოველსა შინა თქუენდა მიმართ. 7. ანუ ცოდვაჲ-მე რაჲ ვქმენა, რამეთუ თავი თჳსი დავიმდაბლე, რაჲთა თქუენ აჰმაღლდეთ, რამეთუ უსასყიდლოდ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ გახარე თქუენ? 8. სხუანი ეკლესიანი წარმოვტყუენენ და მოვიღე საგზალი თქუენდა სამსახურებელად; და მო-რაჲ-ვედ თქუენდა და ნაკლულევან ვიქმენ, არავე-რაჲ ვის თქუენგანსა დაუმძიმე. 9. რამეთუ ნაკლულევანებაჲ ჩემი აღავსეს ძმათა, მო-რაჲ-ვიდეს მაკედონიაჲთ; და ყოვლითავე დაუმძიმებელად თქუენდა თავი ჩემი დავიმარხე და დავიმარხო. 10. არს ჭეშმარიტებაჲ ქრისტესი ჩემ თანა, ვითარმედ სიქადული ესე არა დაეყენოს ჩემდა მომართ ადგილთა მათ აქაიაჲსათა. 11. რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა მიყუართ თქუენ? ღმერთმან იცის. ხოლო რომელსა-ესე ვჰყოფ, და ვყო, 12. რაჲთა წარვჰკუეთო მიზეზი, რომელთა-იგი ჰნებავს მიზეზი, რაჲთა, რომლითა-იგი იქადიან, იპოვნენ ვითარცა-იგი ჩუენ. 13. რამეთუ ეგევითარნი იგი ცრუ-მოციქულნი, მუშაკნი ზაკულნი, გარდაიცვალნიან მოციქულად ქრისტესად. 14. და არა საკჳრველ არს, რამეთუ თჳთ იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა. 15. არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ ვითარცა მსახურნი სიმართლისანი, რომელთა აღსასრული იყოს საქმეთა მათთაებრ. 16. კუალად ვიტყჳ: ნუ ვინმე უგუნურად შემრაცხოს მე, უკუეთუ არა, მაშა ვითარცა უგუნური თავს-მიდევით მე, რაჲთა მეცა მცირედ რაჲმე ვიქადო. 17. რომელსა ესე-ვიტყჳ, არა ვიტყჳ უფლისა მიერ, არამედ ვითარცა უგუნურებით ჯერითა ამით სიქადულისაჲთა. 18. ვინაჲთგან მრავალნი იქადიან ჴორციელად, მეცა ვიქადოდი. 19. რამეთუ კეთილად თავს-იდვათ უგუნურთაჲ გონიერთა მაგათ: 20. რამეთუ თავსცა-იდებთ, უკუეთუ ვინმე დაგიმონებს, უკუეთუ ვინმე შეგჭამს, უკუეთუ ვინმე მიგიღებს, უკუეთუ ვინმე ამაღლდების თქუენ-ზედა, უკუეთუ ვინმე პირსა გცემს. 21. საკდემელად თქუენდა გეტყჳ, ვითარმედ ჩუენ რეცა მოუძლურდით; რომლითა-იგი ვინმე იკადრებს სიქადულსა, უგუნურებით ვიტყჳ, ვიკადრო მეცა.

მარკოზ 4,1-9

1. მერმე კუალად იწყო სწავლად ზღჳს-კიდესა; და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად, და დაჯდა იგი ნავსა მას ზღუასა შინა; და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა ქუეყანასა ზედა დგა. 2. და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა მას მისსა: 3. ისმინეთ ესე: გამოვიდა მთესვარი თესვად. 4. და იყო თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა, მოვიდეს მფრინველნი და შეჭამეს იგი. 5. და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად, და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ. 6. და ვითარცა მზე აღმოჰჴდა დასცხა, და რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა. 7. და სხუაჲ დავარდა ეკალთა შორის; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი, და ნაყოფი ვერ გამოიღო. 8. და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა, აღმოვიდოდა და აღორძნდებოდა და მოაქუნდა ოცდაათეული, სამოცეული და ასეული. 9. და ეტყოდა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!