ძველი სტილით 10 ივლისი

ხუთშაბათი

დღევანდელ დღეზე დაბრუნება

საკითხავები

1 კორინთელთა მიმართ 10,28-11,7

28. ხოლო უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ, ვითარმედ: ესე ნაკერპავი არს, - ნუ შჭამთ მის მაუწყებელისათჳს და იჭჳსა, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი. 29. იჭუსა მას ვიტჳ არა თავისა თჳსისასა, არამედ მოყუსისასა. რამეთუ რაჲსათჳს აზნაურებაჲ ჩემი განიკითხვის სხჳსა იჭჳსაგან? 30. უკუეთუ მე მადლობით ვჭამ, რაჲსათჳს ვიგმობვი, რომლისათჳს-იგი მე ვჰმადლობ? 31. გინა თუ შჭამდეთ, გინა თუ სუმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდით, ყოველსავე სადიდებელად ღმრთისა იქმოდეთ. 32. დაუბრკოლებელ იყვენით ჰურიათა მიმართ და წარმართთა და ეკლესიათა ღმრთისათა, 33. ვითარცა მე ყოვლითავე ყოველთა სათნო-ვეყოფვი, რამეთუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობჱსსა, არამედ მრავალთასა, რაჲთა ცხონდენ. 1. მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა. 2. ხოლო გაქებთ თქუენ, ძმანო, რამეთუ ჩემი ყოველივე გაჴსოვს, და ვითარცა-იგი მიგეც თქუენ, მოძღურებაჲ იგი შეიკრძალეთ. 3. და მნებავს თქუენი უწყებაჲ, რამეთუ ყოვლისა მამაკაცისა თავ ქრისტე არს; ხოლო თავ დედაკაცისა - ქმარი; და თავ ქრისტესა - ღმერთი. 4. ყოველი მამაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა თუ წანაწარმეტყუელებდეს თავ-დაბურვილად, არცხუენს თავსა თჳსსა. 5. და ყოველივე დედაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა წანაწარმეტყუელებდეს თავ-დაუბურველად, არცხუენს იგი თავსა თჳსსა, რამეთუ ერთ არს და იგივე არს დაყუენილიცა იგი. 6. რამეთუ უკუეთუ არა დაიბურავს დედაკაცი იგი, და იკუეცენცა; ხოლო უკუეთუ საძაგელ არს დედაკაცისა კუეცაჲ გინა დაყუენვაჲ, დაიბურენ მან. 7. მამაკაცისაჲ უკუე არა ჯერ-არს დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ არს, ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისა არს.

მათე 16,24-28

24. მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე. 25. რამეთუ უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი. 26. რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა? 27. რამეთუ მოსლვად არს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ. 28. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა.