ძველი სტილით 20 აპრილი

აღდგომიდან მე-4 კვირა

დღევანდელ დღეზე დაბრუნება

საკითხავები

ცისკარზე: სახარება მე-4, ლუკა 24,1-12

1. ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას და მოაქუნდა, რაჲ-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა. 2. და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან. 3. და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი. 4. და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა. 5. და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა? 6. არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას, 7. და თქუა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად. 8. და მოეჴსენნეს სიტყუანი მისნი. 9. და მიიქცეს საფლავით და უთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა. 10. ხოლო იყვნეს მაგდალენელი მარიამ და იოანნა და მარიამ იაკობისი და სხუანი მათ თანა, რომელნი უთხრობდეს მოციქულთა ამას. 11. და უჩნდეს სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი, მათ წინაშე და არა ჰრწმენა მათი. 12. ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა საფლავად და შთაჰხედნა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და წარვიდა თჳსაგან და დაუკჳრდა საქმე ესე.

ლიტურგიაზე: საქმე მოციქულთა 9,32-42

32. და იყო, იქცეოდა რაჲ პეტრე ყოველთა მათ ადგილთა, შთავიდა წმიდათა მათცა, რომელნი მკჳდრ იყვნეს ლჳდიას. 33. და პოა მუნ კაცი ვინმე, რომელსა სახელი ერქუა ენეა, რვა წლითგან ქუემდებარე ცხედარსა ზედა, რომელი იყო განრღვეულ. 34. და ჰრქუა მას პეტრე: ენეა, განგკურნებს შენ უფალი იესუ ქრისტე, აღდეგ და გარდაყარენ სარეცელნი შენნი. და მეყსეულად აღდგა. 35. და იხილეს იგი ყოველთა მკჳდრთა ლუდიისათა და სარონოსათა, რომელთა-იგი მოაქციეს უფლისა. 36. ხოლო იოპეს შინა იყო ვინმე დედაკაცი დამოწაფებული, რომელსა სახელი ერქუა ტაბითა, რომელი გამოითარგმანების ქურციკ. ესე სავსე იყო ქველის საქმითა და წყალობითა, რომელსა-იგი იქმოდა. 37. და იყო მათ დღეთა შინა დასნეულებაჲ მისი და სიკუდილი. ხოლო დაბანეს იგი და დადვეს ქორსა მას შინა. 38. რამეთუ ახს ლუდიაჲ იოპესა, ესმა მოწაფეთა, ვითარმედ პეტრე მუნ არს, და მიავლინნეს მისა ორნი კაცნი და ჰლოცვიდეს, ვითარმედ: ნუ გცონის მოსლვად ვიდრე ჩუენდამდე. 39. და აღდგა პეტრე და წარვიდა მათ თანა; რომელი ვითარცა მივიდა აღიყვანეს ქორსა მას ზედა. და გარე მოადგა მას ქურივები იგი, ყოველნი ტიროდეს და უჩუენებდეს კუბასტებსა და სამოსლებსა, რაოდენსა იქმოდა, მათ თანა რაჲ იყო ტაბითა. 40. ხოლო პეტრე განავლინნა გარე ყოველნი და მოიდრიკნა მუჴლნი და ილოცა. და მოექცა გუამსა მას და ჰრქუა: ტაბითა, აღდეგ. და მან მეყსეულად აღიხილნა თუალნი თჳსნი და, იხილა რაჲ პეტრე, წარმოჯდა. 41. ხოლო მან მისცა მას ჴელი და აღადგინა იგი და მოუწოდა წმიდათა მათ და ქურივთა და წარუდგინა იგი ცოცხალი. 42. აგრძნა ესე ყოველმან იოპემან და ჰრწმენა მრავალთა უფალი.

იოანე 5,1-15

1. ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ. 2. და არს იერუსალჱმს ცხოვართა საბანელსა მას ტბაჲ, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ ბეთეზდა, და ხუთ სტოვა იყო. 3. ამას შინა ისხა სიმრავლე უძლურთაჲ, ბრმები, მკელობლები, განჴმელები, რომელნი მოელიედ წყლისა მის აღმრღუევასა. 4. რამეთუ ანგელოზი წლითი წლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამრღჳის წყალი იგი; და რომელიცა პირველ შთავიდის აღმრღუევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არნ სნეულებითა. 5. იყო ვინმე მუნ კაცი, რომელსა ოც და ათრვამეტი წელი დაეყო უძლურებასა შინა. 6. ესე იხილა იესუ მდებარე და გულისჴმა-ყო, რამეთუ მრავალი წელი აქუს უძლურებასა შინა. ჰრქუა მას იესუ: გნებავსა, რაჲთა განიკურნო? 7. მიუგო უძლურმან მან და ჰრქუა: უფალო, კაცი არა მაქუს, რაჲთა, რაჟამს წყალი ესე აღიმრღუეს, და შთა-მცა-მაგდო საბანელსა ამას. ვიდრე მე მოვიდოდი, სხუაჲ უწინარეს ჩემსა შთავიდის და განიკურნის. 8. ჰრქუა მას იესუ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე! 9. და მეყსეულად განცოცხლდა კაცი იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და წარვიდა. ხოლო იყო შაბათი დღე იგი. 10. ეტყოდეს მას ჰურიანი იგი: შაბათი არს, და არა ჯერ-არს შენდა აღებად ცხედარი შენი. 11. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან-იგი განმკურნა მე, მან მჰრქუა: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე! 12. ჰკითხვიდეს უკუე მას ჰურიანი იგი და ჰრქუეს: ვინ არს კაცი იგი, რომელმან გრქუა შენ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე? 13. ხოლო განკურნებულმან მან არა უწყოდა, ვინ არს, რამეთუ იესუ მიეფარა, რამეთუ ერი იყო ადგილსა მას. 14. ამისსა შემდგომად პოვა იგი იესუ ტაძარსა მას შინა და ჰრქუა მას: აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ. 15. წარვიდა კაცი იგი და უთხრა ჰურიათა მათ, ვითარმედ: იესუ არს, რომელმან განმკურნა მე.