საკითხავები
VI ჟამზე: ესაია 66,10-24
10. იხარებდ, იერუსალიმ, და კრება-ყავთ მას შინა ყოველთა მოყვარეთა მისთა და დამკჳდრებულთა მისთა. იხარეთ სიხარული ყოველთა, რავდენნი ჰგოდებდეთ მის ზედა, 11. რაჲთა სწოვდეთ და განძღეთ ძუძუჲსაგან ნუგეშინის-ცემისა მისისა, რაჲთა მწოვნელნი იშუებდეთ. შემოსლვისაგან დიდებისა მისისა. 12. ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მოვაქციო მათ ზედა, ვითარცა მდინარე მშჳდობისა და ვითარცა ღუარი წარმრღუნელი დიდებასა წარმართთასა. ყრმანი მათნი მჴართა ზედა აღიხუნენ და მუჴლთა ზედა ნუგეშინისცემულ იქმნენ, 13. ვითარ დედაჲ ვინმე ნუგეშინის-სცემნ, ეგრეთ მეცა ნუგეშინის-გცე თქუენ და იერუსალიმს შინა ნუგეშინისცემულ იქმნეთ. 14. და იხილოთ და განიხაროს გულმან თქუენმან და ძუალნი თქუენნი, ვითარცა მდელოჲ აღმოსცენდეს და ეცნობოს ჴელი უფლისაჲ მოშიშთა მისთა და უთქმიდეს ურჩთა მათ, 15. რამეთუ აჰა, უფალი, ვითარცა ცეცხლი, მოიწიოს, და, ვითარცა გრიგალი, ეტლნი მისნი კუალად-გებად შურის-ძიებისა გულისწყრომით და დევნად ალითა ცეცხლისათა, 16. რამეთუ ცეცხლითა უფლისათა ისაჯოს ყოველი ქუეყანაჲ და მახჳლისა მიერ მისისა ყოველი ჴორცი, მრავალნი წყლულნი იყვნენ უფლისა მიერ, 17. უბიწოქმნილნი და განწმედილნი მტილთა შორის და წინა ბჭეთა შორის მჭამელნი ჴორცსა ღორისასა, და საძაგელებანი და თაგუნი ერთბამად აღიჴოცნენ, თქუა უფალმან. 18. და მე საქმეთა მათთა და გულისსიტყვათა მათთა მეცნიერ ვარ, და მივაგო მათ. აჰა, მოვალ შეკრებად ყოველთა ნათესავთა და ენათა, და მოვიდენ და იხილონ დიდებაჲ ჩემი. 19. და დაუტევო-მათ თანა სასწაული და განვავლინნე მათგან ცხოვნებულნი წარმართთა მიმართ თარშიდ და ფუდდ, და ლუდდ, და მოსოხდ, და თოველდ, და ელლადად მიმართ და ჭალაკთა მიმართ შორიელთა, რომელთა არა ესმა სახელი ჩემი, არცა იხილეს დიდებაჲ ჩემი წარმართთა შორის. 20. და მოჰგუარნენ ძმანი თქუენნი ყოველთაგან წარმართთა ძღუნად უფალსა და ცხენებისა თანა და ეტლებისა კარაულებისა და კერძოვირთასა საჩრდილობელთა თანა წმიდად ქალაქად იერუსალიმად, - თქვა უფალმან, - ვითარ-იგი მოიღებდეს ძენი ისრაილისანი მსხუერპლებსა მათსა ჩემდამო მხიარულებისა თანა და ფსალმუნისა სახიდ მიმართ უფლისა, 21. და მათგანცა მოვიყვანნე ჩემდა მღდელნი და ლევიტელნი, - თქვა უფალმან, - 22. რამეთუ ვითარსახედ ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, რომელთა მე ვიქმ, რაჲთა ეგოს მარადის წინაშე ჩემსა - იტყჳს უფალი, - ეგრეთვე ეგოს თესლი თქუენი და სახელი თქუენი. 23. და იყოს თთუჱ თთჳსაგან და შაბათი შაბათისაგან, მოვიდეს ყოველი ჴორცი თაყუანის-ცემად წინაშე ჩემსა იერუსალიმს შინა, - თქვა უფალმან, - 24. და განვიდენ და იხილონ ძუალები კაცთა გარდამავალთაჲ ჩემდამო, რამეთუ მატლი მათი არა დაესრულოს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს, და იყვნენ სახილველ ყოვლისა ჴორცისა.
მწუხრზე: შესაქმე 49,33-50,26
33. დასცხრა იაკობ ბრძანებად ძეთა თჳსთა და აღიხუნა ფერჴნი თჳსნი ცხედრად და მოაკლდა და შეეძინა ერსა თჳსსა.1. და დავარდა იოსებ პირსა ზედა მამისა თჳსისასა და ტიროდა და ამბორს-უყო მას. 2. და უბრძანა იოსებ მონათა თჳსთა მკუდრის მმოსელთა შემოსად მამაჲ თჳსი. 3. და შემოსეს მკუდრის მმოსელთა მათ ისრაჱლ და აღასრულეს მისი ორმეოცი დღე, რამეთუ ესრეთ აღირაცხიან დღენი დაფლვისანი. და ეგლოვდა მას ეგჳპტე სამეოცდაათ დღე. 4. და ვითარცა წარჰჴდეს დღენი იგი გლოვისანი, ეტყოდა იოსებ მთავართა ფარაოსთა და ჰრქუა მათ: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე თქუენსა, ეტყოდეთ ყურთა ფარაოსთა და არქუთ: 5. მამამან ჩემმან მაფუცა მე და მრქუა: "საფლავსა მას, რომელ-იგი ვიქმენ თავისა ჩემისა ქუეყანასა ქანანისასა, მუნ დამფალ მე", აწ უკუე აღვიდე და დავფლა მამაჲ ჩემი და კუალად მოვიდე. 6. და ჰრქუა ფარაო იოსებს: აღვედ და დაფალ იგი ვითარცა გაფუცა შენ. 7. და აღვიდა იოსებ დაფლვად მამისა თჳსისა. და მის თანა აღვიდეს ყოველნი მონანი ფარაოჲსნი და მოხუცებულნი სახლისა მისისანი და ყოველნი მოხუცებულნი ქუეყანისა ეგჳპტისანი, 8. და ყოველივე სახლი იოსებისი და ყოველნივე ძმანი მისნი და ყოველნივე სახლი მამულისა მისისანი და ნათესავი. და ცხოვარი და ზროხა დაუტევეს ქუეყანასა გესემისასა. 9. და მის თანა აღვიდა ეტლები და მჴედრები და იყო ბანაკი იგი დიდ ფრიად. 10. და მოვიდეს იგინი კალოებსა მას ზედა ადატისასა, რომელ არს წიაღ იორდანესა, და ეტყებდეს მას ტყებითა დიდითა და ძლიერით ფრიად. და ყო იოსებ გლოვაჲ მამისა თჳსისა შჳდ დღე. 11. და იხილეს მკჳდრთა ქუეყანისა მის ქანანისათა გლოვაჲ კალოთა მათ ადატისათა, თქუეს: გლოვაჲ დიდ არს ვსე ეგჳპტელთა. ამისთჳს უწოდა ადგილსა მას სახელი გლოვაჲ ეგჳპტისაჲ, რომელ არს იორდანესა თანა. 12. და უყვეს მათ ძეთა ისრაჱლისათა ესრეთ, ვითარცა-იგი ამცნო მათ. 13. და აღმოიღეს იგი ძეთა მისთა ქუეყანად ქანანისა, და დაფლეს იგი ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ მოგებად საფლავად ძეთაგან ეფრონის ქეტელისათა წინაშე მამბრესა. 14. და მიიქცა იოსებ ეგჳპტედ, იგი და ძმანი მისნი და რომელნი მის თანა აღმოსრულ იყვნეს დაფლვად მამისა მისისა. 15. ვითარცა იხილეს ძმათა იოსებისთა, რამეთუ აღესრულა მამაჲ მათი, თქუეს: ნუუკუე ძჳრი იჴსენოს ჩუენთჳს იოსებ და მოგუაგოს მოსაგებელი ჩუენი ყოვლისა მისთჳს ბოროტისა, რომელი შევაჩუენეთ მას. 16. და მოვიდეს იოსებისა და ჰრქუეს მას: მამამან შენმან გაფუცა შენ ვიდრე აღსრულებადმდე მისა და გრქუა შენ. 17. ესრეთ არქუთ იოსებს მიუტევენ სიცრუენი და ცოდვანი მათნი, რამეთუ ბოროტი შეგაჩუენეს შენ და აწ თავს-იდევ შეცოდებაჲ მსახურთა ღმრთისა მამისა შენისათა. და ტიროდა იოსებ სიტყუასა მას ზედა მათსა მის მიმართ. 18. და მოუჴდეს მას და ჰრქუეს: ჩუენ შენი მონანი ვართ. 19. და ჰრქუა მათ იოსებ: ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ ღმრთისა ვარი მე. 20. თქუენ ზრახეთ ჩემთჳს ბოროტი, ხოლო ღმერთმან ზრახა ჩემთჳს კეთილი, რათა იყოს ვითარცა დღეს, რათა გამოიზარდოს ერი მრავალი და ჰრქუა მათ იოსებ: 21. ნუ გეშინინ, მე გამოგზარდნე თქუენ და სახლი თქუენი. და ნუგეშინის-სცა მათ და ეტყოდა ნებისაებრ მათისა. 22. და დაემკჳდრა იოსებ ეგჳპტეს, იგი და ძმანი მისნი და ყოველი სახლი მამისა მისისა და ცხოვნდა იოსებ ასდაათ წელ. 23. და იხილნა იოსებ ყრმა ეფრემისნი მესამედ ნათესავადმდე: და ძენი მაქირისნი, ძისა მანასესი იშვნეს წიაღთა იოსებისთა. 24. ეტყოდა იოსებ ძმათა თჳსთა და ჰრქუა: მე მოვკუდები და მოხედვით მოხედვა-ყოს ღმერთმან თქუენ ზედა, განგიყუანნეს თქუენ ამიერ ქუეყანით მას ქუეყანასა, რომლისათჳს ეფუცა მამათა ჩუენთა აბრაჰამს, ისაკს და იაკობს. 25. და აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: მოხედვასა მას, ოდეს მოგხედოს თქუენ ღმერთმან, თანა-აღიხუენით თქუენ ძუალნი ჩემნი თქუენ თანა. 26. და აღესრულა იოსებ ასდაათისა წლისაჲ, და დაჰფლეს იგი და დადვეს საფლავსა მას ეგჳპტეს შინა. და შემურეს იგი ნელსაცხებლითა და დაფლეს იგი ცხედრითა ეგჳპტეს შინა.
იგავთა 31,8-31
8. შვილო, აღაღე პირი შენი სიტყუასა ღმრთისასა და შჯიდ ყოველთა ცოცხლად. 9. აღაღე პირი შენი და შჯიდ სიმართლით გლახაკთა და უძლურთა. 10. დედაკაცი მჴნე ვინმე პოოს, რამეთუ უპატიოსნეს არს ანთრაკთა მრავალსასყიდლისათა ეგევითარი იგი. 11. მოსავ არნ მის ზედა გული ქრმისა მისისა, ესევითარისა ნატყუენავსა არარათ დააკლდეს; 12. რამეთუ შეეწევის ქმარს თჳსსა ყოველსა კეთილსა, არა ბოროტსა, ყოველსა ცხოვრებასა მისსა, 13. მოიგო მატყლი და სელი და ქმნა საქმრად ჴელითა თჳსითა, 14. იქმნა იგი, ვითარცა ნავი მომავალი შორით. შეიკრიბა მან თავისა თჳსისა სიმდიდრე. 15. და აღდგის ღამითგან და მისცის საზრდელი სახლეულთა თჳსთა. და მუშაკთა და მჴნველთა, 16. იხილა ქუეყანა საქმარი და მოიყიდა, ნაყოფთაგან ჴელთა თჳსთასა დაჰნერგა ფუზე, 17. მოირტყნა ძლიერად წელნი მისნი და დაიძრვნა მკლავნი მისნი საქმედ, 18. და იხილა გემო, რამეთუ კეთილ არს საქმე, და არა დაშრტებინ ღამე ყოელ ნათელი მისი. 19. ჴელნი მისნი განმარტნა უმჯობესსა და ნებნი მისნი მიყუნა ტარსა სთვად ნივთისა, 20. ხოლო ჴელნი მისნი განუხუნა გლახაკთა და ნაყოფი მიუპყრა დავრდომილთა. 21. არას ზრუნავნ სახლსა შინა ქმარი მისი, უკუეთუ სადა ყოვნის, რამეთუ ყოველნი მისთანანი შემოსილ იყვნენ მრჩობლი სამოსელი და ქლამინდი 22. უქმნა ქმარსა თჳსსა ბისონისაგან და ძოწეულისა თავისა თჳსისა სამოსელი. 23. სახედავ არნ ბჭეთა ზედა ქმარი მისი, რაჟამს დაშჯდის კრებულსა შორის მოხუცებულთა და მკჳდრთა ქუეყანისათა. 24. არდაგები ქმნა და განუყო ფინიკიელთა, ხოლო სარტყლები ქანანელთა, 25. პირი თჳსი აღაღო კრძალულებით და წესი განუჩინა ენასა თჳსსა, 26. ძალი და შუენიერება შეიმოსა და იხარა უკანასკნელთა დღეთა. 27. მშრალ არიედ ალაგნი სახლისა მისისანი, ხოლო საზრდელი სიცონილისა არა ჭამა, პირი მისი აღაღო მეცნიერებითა და წესიერებითა. 28. და წყალობამან მისმან დაამტკიცნა ძენი მისნი და ქმარმანცა მისმან აქო იგი და თქუა: 29. მრავალთა ასულთა ყვეს ძლიერება, მრავალთა მოიგეს სიმდიდრე, ხოლო შენ გარდაჰრიე და გარდაჰმატე უფროს ყოველთასა. 30. ტყუილით სათნოებანი და ამოებით სიკეთე დედათა არა არს შენ თანა, რამეთუ დედაკაცი გონიერი იკურთხოს და მოშიშნი უფლისანი აქებდენ მას. 31. მოაგეთ მას ნაყოფთაგან ბაგეთა მისთასა და იქებოდენ ბჭეთა ზედა ქმარი მისი.