საკითხავები
VI ჟამზე: ესაია 40,18-31
18. ამას იტყჳს უფალი: ვის მიამსგავსეთ უფალი და რასა მსგავსებასა ამსგავსეთ იგი? 19. ნუ ხატი შექმნა ხურომან? ანუ ოქრომჭედელმან, გამომდნობელმან ოქროსამან, მოოქროვილ-ყო იგი? მსგავსება შეჰმზადა იგი, 20. რამეთუ ულპოლველსა ხესა გამოარჩევს ხუროჲ და სიბრძნით ეძიებს, ვითარ აღჰმართოს მისი ხატი? და რაჲთა არა იძრვოდის, 21. არა სცანთა, არა გესმაყე, არა მიგეთხრა დასაბამითგან თქუენ, არა სცნეთ საფუძველნი ქუეყანისანი? 22. რომელსა უპყრიეს სიმრგულე ქუეყანისანი და დამკჳდრებულნი მას ზედა, ვითარცა მკალნი, რომელმან დაადგინა, ვითარცა კამარა, ცაჲ და გადაართხნა, ვითარცა კარავი დამკჳდრებად, 23. რომელმან მისცნა მთავარნი არარასა მიმართ მთავრობად, ხოლო ქუეყანა, ვითარცა არარაჲ, შექმნა, 24. რამეთუ არა ნუ სთესვიდენ, არცა არ დაჰნერგონ, არცა არ განძირნეს ქუეყანად ძირი მათი. მოჰბეროს მათ ზედა და განჴმეს, და ნიავქარმან, ვითარცა ქარქუეტნი, აღიხუნეს იგინი. 25. აწ უკუე რასა მამსგავსეთ მე? და ავმაღლდე, იტყჳს წმიდაჲ, 26. აღიხილენით სიმაღლედ მიმართ თვალნი თქუენნი, და იხილეთ, ვინ აჩუენნა ესე ყოველნი, გამომყვანებელმან რიცხჳსაებრ სოფლისა თჳსისამან. ყოველთა სახელით უწოდის მრავლისაგან დიდებისა და სიმტკიცისა ძლიერებისასა, არარა შეგცილდა შენ, 27. რამეთუ ნუ იტყჳ, იაკობ, და რაჲ იზრახე, ისრაილ? დაეფარა გზა ჩემი ღმრთისაგან. და ღმერთმან ჩემმან მშჯავრი ჩემი მიმიღო და განმეშორა. 28. და აწ არა სცნა, არა თუმცა გესმა ღმერთი საუკუნე, ღმერთმან, რომელმან შეჰმზადნა კიდენი ქუეყანისანი, არ მოემშიოს, არცა დაშურეს, არცა არს მოპოვნება ცნობიერებისა მისისა, 29. მიმცემელი მშიერთა ძალსა და არლმობილთა მწუხარებასა, 30. რამეთუ მშიერ იქმნენ ჭაბუკნი, და დაშურენ ჭაბუკანი, და რჩეულნი უძალო იყვნენ, 31. ხოლო მოთმინეთა ღმრთისათა იცვალონ ძალი.
მწუხრზე: შესაქმე 15,1-15
1. იყო სიტყუაჲ უფლისა აბრაამის მიმართ, ჩუენებასა შინა ღამისასა, მეტყუელი: ნუ გეშინინ, აბრაამ, მე შეგეწიო შენ, სასყიდელი შენი იყოს ფრიად. 2. და თქუა აბრაამ: მეუფეო, რაჲ მომცენ? რამეთუ მე წარვწყმდები უშვილოდ, ხოლო ძე მასეკის, სახლისწულისა ჩემისა, ესე დამასკოჲს ელიეზერ. 3. და თქუა აბრაამ: ვინათგან მე არა მომეც თესლი, ხოლო სახლისწული ჩემი დამიმკჳდრებს მე. 4. და მეყსეულად იქმნა ჴმაჲ მისსა მისდა მიმართ მეტყუელი: არა დაგიმკჳდრებს შენ, არამედ, რომელი გამოვიდეს შენგან, მან დაგიმკჳდროს შენ. 5. და განიყუანა იგი გარე და ჰრქუა მას: აღიხილენ თუალნი ცად მიმართ და აღრაცხენ ვარსკულავნი, უკუეთუ ძალ-გიც აღრაცხვაჲ მათი. ესრეთ იყოს თესლი შენი. 6. და ჰრწმენა აბრაამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ. 7. ხოლო ღმერთმან თქუა მისსა მიმართ: მე, ღმერთი გამომყუანებელი შენი სოფლისაგან ქალდეველთასა, რათა მოგცე შენ ქუეყანა ესე სამკჳდრებელად. 8. და თქუა: მეუფეო უფალო, რაჲთა ვცნა, ვითარმედ დავიმკჳდრო იგი. 9. და ჰრქუა მას: მომგუარე მე დიაკეული სამისა წლისაჲ და ვაცი სამისა წლისაჲ და ვერძი სამისა წლისა და გურიტი და ტრედი. 10. ხოლო მან მოიხუნა ესე ყოველნი და განყუნა იგინი შუა ღა დასხნა იგინი პირისპირ ურთიერთას, ხოლო მფრინველნი არა განყუნა. 11. და გარდამოვიდეს მფრინველი მძორთა მათ ზედა ორად განკუეთილებათა მათთა. და თანა-უჯდა მათ აბრაამ. 12. ხოლო დასლვასა მზისასა განკჳრვებაჲ დაეცა აბრაამს და, აჰა, შიში ბნელი დიდი დაეკუეთა მას. 13. და თქუა აბრაამის მიმართ: ცნობით უწყოდე, ვითარმედ მსხემ იყოს თესლი შენი ქუეყანასა არა თჳსსა და დაიმონებდენ მათ. და განაშორებდენ მათ და დაამდაბლებდნენ მათ ოთხას წელ. 14. და ნათესავი, რომელსაცა ჰმონონ, ვსაჯო მე ხოლო შემდგომად ამათსა გამოვიდენ აქა განმზადებულებითა მრავლითა. 15. ხოლო შენ წარხჳდე მამათა შენთა თანა მშჳდობით, განზრდილი სიბერითა კეთილითა.
იგავთა 15,7-19
7. ბაგეთა ბრძენთა ჰმოსია მეცნიერებაჲ, ხოლო გულნი უკეთურთანი არა კრძალულ. 8. მსხუერპლნი უღმრთოთანი საძაგელ უფლისა, ხოლო ლოცვანი მართალთანი შეწირულ მისა. 9. საძაგელ უფლისა გზანი უღმრთოთანი, ხოლო რომელნი ხედვიდენ სიმართლესა, იგინი უყუარან. 10. სწავლულებაჲ უმანკოჲსა საცნაურ იყოს თანაწარმავალთაგან, ხოლო, რომელთა სძულს მხილებაჲ, აღესრულნენ საძაგელად. 11. ჯოჯოხეთი და წარსაწყმედელი ცხად არიან წინაშე უფლისა, რაოდენ უფროჲს გულნი კაცთანი. 12. ვერ შეიყუაროს უსწავლელმან მამხილებელი თჳსი და ბრძენთა თანა არა ზრახვიდეს. 13. გულისა მხიარულისა პირიცა მხიარულ არნ; ხოლო რომელნი მწუხარებასა შინა არიედ, მათი პირიცა მწუხარე არნ. 14. გული მართალი ეძიებს ცნობასა, ხოლო პირმან უსწავლელმან ცნას ბოროტი; ყოველსა ჟამსა თუალნი უკეთურნი მიელიან ბოროტსა, ხოლო სახიერნი დაყუდნიან მარადის. 15. შჯობს მცირედი ნაწილი შიშითა ღმრთისათა, ვიდრე საუნჯეთა დიდთა უშიშოებით. 16. შჯობს სტუმრობაჲ მხლითა სიყუარულითა და მადლობითა, ვიდრე ზუარაკთა ბაგათაგან დაკლულთა მტერობით. 17. კაცი გულმწყრალი განემზადების კლვად, ხოლო სულგრძელმან ყოფადიცა იგი დაამშჳდის. 18. სულგრძელმან კაცმან დაშრიტის საშჯელი, ხოლო უღმრთომან - აღაგზნის უფროჲს. 19. გზანი უღმრთოთანი დაფენილ არიან ეკლითა, ხოლო მჴნეთანი წყლტუ არიან.