საკითხავები
VI ჟამზე: ესაია 9,9-10,4
9. ამას იტყჳს უფალი: ცნას ყოველმან ერმან ეფრემისმან და მსხდომარეთა სამარიას შინა, გინებისა მიერ და მაღლისა გულისა მეტყუელთა. 10. ალიზნი დაეცნეს, არამედ მოვედით გამოვდალაბრნეთ ქვანი და მოვკუეთნეთ ლეღუსულელნი და ნაძვნი და ვიშენოთ თავისა თვისისა გოდოლი. 11. და დააკუეთნეს ღმერთმან ზედააღდგომილნი მთასა ზედა სიონსა მას ზედა და მტერნი იუდაჲსნი განაქარვნეს. 12. ასურნი მზისა აღმოსავალთათ და ელლენნი - მზისა დასავალთათ, რომელნი შეშჭამენ ისრაელსა ყოვლითა პირითა, ამათ ყოველთა ზედა არა გარემიიქცა გულისწყრომა ჩემი, არამედ მერმეცა ჴელი მაღალი. 13. და ერი არა მოიქცა, ვიდრემდის იწყლა, და უფალი არა გამოიძიეს. 14. და მოსპობს უფალი ისრაელისაგან თავსა და ბოლოსა, დიდსა და მცირესა, ერთსა შინა დღესა: 15. მოხუცებული და რაჲთა დაუკჳრდებოდიან პირნი, ესე არს დასაბამი და წინასწარმეტყველი, მასწავლელი უშჯულოთაჲ, ესე არს ბოლოჲ. 16. და იყვნენ მნატრელნი ამის ერისანი მაცთუნებელნი და აცთუნებდენ, რაჲთა შთანთქნენ იგინი, 17. ამისთჳის ჭაბუკთა მათთა ზედა არა იშუებდეს ღმერთი, და ობოლნი მათნი და ქურივნი მათნი არ შეიწყალნეს, რამეთუ ყოველნი უშჯულო და უკეთურ, და ყოველი პირი იტყჳს ცრუთა, ამათ ყოველთა ზედა არა გარემიიქცა გულისწყრომა მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ. 18. და აღეტყინოს, ვითარცა ცეცხლი, უშჯულოებაჲ და, ვითარცა კლერტი, ჴმელი, შეიჭამოს ცეცხლისა მიერ. და აღეტყინოს დასოთა შორის მაღნარისათა, და თავად შეჭამნეს გარემონი ბორცუთანი ყოველნი. 19. გულისწყრომისა მიერ რისხვისა უფლისა თანა დაიწვას ქვვყანაჲ სრული, და იყოს ერი, ვითარცა შემწუარი ცეცხლისა მიერ-კაცმან ძმა თვისი არ შეიწყალოს, 20. არამედ მიაქციოს მარჯვენით კერძო, რამეთუ ჰშიოდის და ჭამოს მარცხენითგან და ვერ განძღეს კაცი მჭამელი ჴორცთა მკლავისა თვისისათა, რამეთუ ჭამდეს მანასი ეფრემისსა და ეფრემ მანისისსა, 21. რამეთუ ერთბამად მოადგენ იუდასა. ამათ ყოველთა ზედა არ გარემიიქცა გულისწყრომა მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ არს. 1. ვაჲ მწერალთა უკეთურებისათა, რამეთუ წერდენ რაჲ, უკეთურებასა წერენ, 2. მიმდრეკელნი მშჯავრსა გლახაკთასა, აღმტაცებელნი საშჯელსა დავრდომილთა ერისა ჩემისათასა, რაჲთა იყვნენ მათდა ქურივი დასატაცებელად და ობოლი წარსატყვენელად. 3. და რაჲ ყონ დღესა მას მოხედვისასა, რამეთუ ჭირი თქვენი შორით მოვიდეს, და ვისსა მიმართ მიივლტოდით შესაწევნელად, და სადა დაუტეოთ დიდებაჲ თქვენი? 4. არ შთავრდომად საძნაურსა და ქუეშე კვრძო მოკლულთასა დაეცნენ. ამათ ყოველთა ზედა არ გარემიიქცა გულისწყრომაჲ მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ.
მწუხრზე: შესაქმე 7,1-5
1. და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: შევედ შენ და ყოველი სახლი შენი კიდობნად, რამეთუ შენ გიხილე მართლად წინაშე ჩემსა ნათესავსა ამას შინა. 2. ხოლო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა შეიყუანე შენ თანა შვიდ-შვიდი მამალი და დედალი ხოლო საცხოვართაგან არაწმიდათა ორ-ორი მამალი და დედალი. 3. და მფრინველთაგან ცისათა წმიდათაგან შვიდ-შვიდი მამალი და დედალი და მფრინველთაგან არაწმიდათ ორ-ორი მამალი და დედალი დამარხვად თესლი ყოველსა ქუეყანასა ზედა. 4. რამეთუ მერმე-ღა შჳდნი დღენი მოვჰჴადო მე წვიმაჲ ქუეყანასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა. და აღვჰჴოცო ყოველი აღმდგომი, რომელი შევქმენ პირისაგან ყოვლისა ქუეყანისა. 5. და ქმნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო უფალმან ღმერთმან.
იგავთა 8,32-9,11
32. შვილო, ისმინე ჩემი და ნეტარ იყვნენ, რომელთა გზანი ჩემნი დაიცვნენ. 33. ისმინეთ სწავლა, რათა ბრძენ იყვნეთ, და ნუ დაიყოფთ სასმენელთა. 34. ნეტარ არს კაცი, რომელმან ისმინოს ჩემი, და კაცი, რომელმან გზანი ჩემნი დაიმარხნეს და იღჳძებდეს კართა ჩემთა ზედა მარადის, და სცვიდეს შესავალთა ზღურბლთა ჩემთასა, 35. რამეთუ გამოსავალნი ჩემნი გამოსავალ ცხორებისა, და განემზადების ნებაჲ უფლისა მიერ. 36. ხოლო რომელნი ცოდვენ ჩემდამო, უღმრთოებენ თავისა თჳსისა სულთა და რომელნი მე მძულობენ, უყუარს მათ სიკუდილი. 1. სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი, და ქუეშე შეუდგნა მას შჳდნი სუეტნი, 2. და დაკლა თჳსი იგი საკლველი, და განზავა ტაკუკთა თჳსი იგი ღჳნოჲ და განმზადა თავისა თჳსისა ტაბლაჲ, 3. და წარავლინნა თჳსნი მონანი მოწოდებად მაღლითა ქადაგებითა ტაკუკთა ზედა 4. და ჰრქუა: რომელი არს უგუნურთაგანი, მოაქციენ ჩემდა; და ნაკლულევანთა გონებითა ჰრქუა: 5. მოედით, ჭამეთ პური ჩემი და ჰსუთ ღჳნოჲ, რომელი განგიზავე თქუენ. 6. დაუტევეთ უგუნურებაჲ და სცხონდეთ (მოიძიეთ გონიერებაჲ, რაჲთა ცხოველ იყვნეთ, წარიმართეთ მეცნიერებით გულისჴმის-ყოფაჲ), 7. რომელი ასწავებდეს უკეთურთა, მოიღოს თავისა თჳსისა გინებაჲ, და რომელი ამხილებდეს უღმრთოსა, შეიბილწოს თავი, და რომელი ამხილებდეს უღმრთოსა, სწყლავს მას. 8. ნუ ამხილებ უკეთურთა, რათა არა მოგიძულონ შენ; ამხილე ბრძენსა და შეგიყუაროს შენ; ეც ბრძენსა მიზეზ და უბრძნეს იყოს. 9. აუწყე მართალსა და შესძინოს შეწყნარებად. 10. დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა და ზრახვაჲ წმიდაჲ გონიერებაჲ (ხოლო ცნობაჲ შჯულისა გონებისაგან არს კეთილისა). 11. რამეთუ ამით სახითა მრავალ ჟამ სცხონდე და შეგეძინნენ წელნი ცხორებისა შენისანი.