ძველი სტილით 8 ოქტომბერი

სამშაბათი

დღევანდელ დღეზე დაბრუნება

საკითხავები

ფილიპელთა მიმართ 2,16-23

16. სიტყუაჲ ცხორებისაჲ გაქუნდინ სიქადულად ჩემდა დღესა მას ქრისტესსა, რამეთუ არა ცუდად ვრბიოდე, არცა ცუდად დავშუერ. 17. არამედ დაღათუ შევიწირვი მსხუერპლსა მას ზედა და მსახურებასა სარწმუნოებისა თქუენისისა, მიხარის და მიხაროდისცა თქუენ ყოველთა თანა. 18. ეგრეთვე და თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა გიხაროდენ. 19. ხოლო ვესავ ქრისტე იესუჲს მიერ ტიმოთესსაცა ადრე მივლინებასა თქუენდა, რაჲთა მეცა გულ-მხიარულად ვცნა თქუენთჳს. 20. რამეთუ არავინ მაქუს სხუაჲ ერთგული, რომელმანმცა თქუენთჳს გულითად იზრუნა. 21. რამეთუ ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტე იესუჲსასა. 22. ხოლო გამოცდილებაჲ იგი მისი იცით, რამეთუ ვითარცა მამასა შვილმან, ეგრე ჰმონა ჩემ თანა სახარებასა მას. 23. ამისსა უკუე ვესავ მივლინებასა, რაჟამს განვიგო თავისა ჩემისაჲ მისგან.

ლუკა 8,1-3

1. და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა. 2. და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს. 3. იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავალნი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.