ძველი სტილით 19 მარტიდიდი მარხვა

ორშაბათი, დიდი მარხვის მე-3 შვიდეული

დღევანდელ დღეზე დაბრუნება

საკითხავები

VI ჟამზე: ესაია 8,13-9,7

13. უფალი ძალთაჲ, - იგი წმიდა-ყავთ და იგი იყოს შენდა შიშ. და უკეთუ მისდამი მოსავ იყო, 14. იყოს შენდა წმიდამყოფელად. და არა, ვითარცა ლოდსა შებრკოლებისასა, შეემთხჳნეთ მას, არცა ვითარ კლდესა დაცემულებისასა. ხოლო სახლნი იაკობისნი - მახეთა შორის და ღელეთა შინა მსხდომარენი იერუსალემს შინა. 15. ამისთჳს უძლურ იქმნენ მათ შორის მრავალნი; და დაეცნენ და შეიმუსრნენ და მიეახლნენ და წარიტყუენნენ კაცნი მყოფნი მოკრძალულსა შინა. 16. მაშინ ცხად იყვნენ აღბეჭდულნი იგი არ შჯულისა სწავლად. 17. და თქუას: ვგებდე ღმერთსა, რომელმან გარემიიქცია პირი თჳსი სახლისაგან იაკობისსა, და მოსავ ვიყო მისდამი. 18. აჰა, მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან და იყვნენ სასწაულებ და ნიშებ სახლსა შორის ისრაელისასა უფლისა მიერ საბაოთისსა, რომელი მკჳდრ არს მთასა შინა სიონსა. 19. და უკეთუ თქუან თქვენდამი: იძიენით მუცლითმეზღაპრენი და ქუეყანითგამომჴმობელნი, ცუდმსიტყველნი, რომელნი მუცლით გამო ჴმობენ. არა ნათესავია ღმრთისა მიმართ მისისა? რად გამოიძიებენ ცოცხალთათჳს მკუდართა? 20. რამეთუ შჯული შესაწევნელად მოსცა, რაჲთა თქვან: არა ვითარცა სიტყვა ესე, რომლისათჳს არა არს ძღუენი მიცემად მისთჳს. 21. და მოვიდეს თქუენ ზედა ფიცხელი სიყმილი და იყოს, ვითარცა მოგემშიოსყე, შესწუხნეთ და ბოროტსა ეტყოდით მთავარსა და ტომთა და აღიხილნენ ზეცად მიმართ ზე. 22. და ქუეყანად მიმართ დახედნენ ქუე. და, აჰა, უღონოება იწროჲ, და ჭირი და იწროება და ბნელი ვიდრე არხედვადმდე, და არ წარიწიროს იწროებასა შინა მყოფმან ვიდრე ჟამამდე. 1. ესე პირველ სუ, ადრე სუ, სოფელო ზაბულონისო, ქუეყანაო ნეფთალემისო, გზამან ზღჳსამან და სხვათა, რომელნი ზღჳსკიდესა მკჳდრ არიან და წიაღ იორდანესა გალილეამან წარმართთამან, კერძოთა იორდანისათა, 2. ერმან მავალმან ბნელსა შინა იხილე ნათელი დიდი, დამკჳდრებულნი სოფელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა, ნათელი განბრწყინდა თქვენ ზედა. 3. უმრავლესი ერისა შთაიყვანე შუებით. და იშვებდენ შენ წინაშე, ვითარცა შუებულნი სალეწავსა ზედა და ვითარსახედ განმყოფელნი ნატყუენავისანი 4. მით, რამეთუ აღებულ არს უღელი მათ ზედა მდებარე, და კუერთხი ქედისა ზედა მათისა, რამეთუ კუერთხი მიმჴდელთა განაქარვა, ვითარცა დღე მადიამის ზე, 5. რამეთუ ყოველი სამოსელი შეკრებული ზაკვით და შთასაცუმელი ცვალებისა თანა მიუზღონ და ინებონ, უკეთუმცა იქმნეს ცეცხლით დამწვარ, 6. რამეთუ ყრმა იშვა ჩვენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ იქმნა მჴარსა ზედა მისსა და ჰრქჳან სახელი მისი - დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნოსა. 7. რამეთუ მოვიღო მშვიდობაჲ მთავართა ზედა, მშვიდობაჲ და სიმართლე მისა. დიდ არს მთავრობა მისი, და მშვიდობისა მისისა არა არს საზღვარ. საყდარსა ზედა დავითისსა დაჯდეს და მეფობასა მისსა წარმართებად მისსა. და სიმართლისა მიერ და მშჯავრისა შეწევნად მისსა ამიერითგან და უკუნისამდე. შურმან უფლისა საბაოთისმან ყვნა ესენი.

მწუხრზე: შესაქმე 6,9-22

9. ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე. 10. ხოლო შვნა ნოე სამ ძე: სემ, ქამ და იაფეთ. 11. ხოლო ქუეყანა განიხრწნა წინაშე ღმრთისა და აღივსო ქუეყანა უსამართლოებითა. 12. და იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ჴორციელმან გზაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა. 13. და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა. მათგან. და აჰა, მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა. 14. იქმენ უკუე თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ოთხკედლედთა, ბუდებად ჰქმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირითა. 15. და ესრეთ ჰქმნა კიდობანი, სამასი წყრთა - სიგრძე კიდობნისა და ერგასისი წყრთა - სივრცე. და ოცდაათი წყრთა - სიმაღლე მისი. 16. შეკრებულ-ჰყო კიდობანი და წყრთეულად შეასრულო იგი ზედა კერძო, ხოლო კარი კიდობნისა ჰქმნე იგურდივ ქვენად საყოფელად, ორ სართულებად და სამ სართულებად ჰყო იგი. 17. ხოლო მე მოვჰჴადო რღუნა წყლისა ქუეყანასა ზედა განხრწნად ყოვლისა ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისა ცასა ქუეშე და, რაოდენიცა-რაჲ არს ქუეყანასა ზედა, აღესრულოს. 18. და დავამტკიცო აღთქმაჲ ჩემი შენ თანა, ხოლო შეხჳდე კიდობნად შენ და ძენი შენნი და ცოლი შენი. და ცოლნი ძეთა შენთანი, შენ თანა. 19. და ყოველთაგან ქუეწარმავალთა და ყოველთაგან საცხოვართა და ყოველთაგან მჴეცთა და ყოვლისაგან ჴორცისა; ორ-ორი ყოველთაგან შეიყვანო კიდობნად, რათა ჰზრდიდე თავისა შენისა თანა, მამალი და დედალი იყვნენ. 20. ყოველთაგან ფრთოანთა მფრინველთა ცისათა ნათესაობისაებრ და ყოველთაგან ქუეწარმავალთა, რომელნი ვლენან ქუეყანასა ზედა ნათესაობისაებრ მათისა, ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს შენ თანა ზრდად შენ თანა - მამალი და დედალი. 21. ხოლო შენ მიიღო თავისა შენისად ყოველთაგან ჭამადთა, რომელთა სჭამთ და შეჰკრიბო თავისა შენისა თანა და იყოს შენდა და მათდა საზრდელად 22. და ქმნნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო მას უფალმან ღმერთმან, ეგრეთ ქმნნა.

იგავთა 8,1-21

1. შვილო შენ სიბრძნესა ქადაგებდ, რათა გონიერებაჲ გერჩდეს შენ. 2. რამეთუ მაღალთა ზედა მწუერვალთა დგას და შორის ალაგთა იპოების. 3. ბჭეთა თანა ძლიერთასა დადგრომილ არს და შესავალთა გზათასა იქების. 4. თქუენ გლოცავ, ჵ, შვილნო, და წინაგიყოფ ჴმასა ჩემსა ძეთა კაცთა. 5. სცანთ უმანკოთა მეცნიერებაჲ და უსწავლელთა დაიდევით გულსა თქუენსა. 6. ისმინეთ ჩემი, რამეთუ კეთილსა გეტყჳ და აღვაღებ ბაგეთა ჩემთა მართლ, 7. რამეთუ ჭეშმარიტსა იწურთის პირი ჩემი; საძაგელ არიან წინაშე ჩემსა ბაგენი მტყუარნი. 8. სიმართლით არიან ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი და არა არს მათ შინა გულარძნილ, არცა დრკუ. 9. ყოვლადვე წრფელ არს იგი, რომელთა უცნობიეს და მართალ, რომელთა უპოვნიეს მეცნიერებაჲ. 10. მიიღეთ სწავლაჲ და ნუ ვეცხლი და მეცნიერებაჲ უფროჲს ოქროჲსა რჩეულისა, 11. უმჯობეს არს სიბრძნე უფროჲს ანთრაკთა პატიოსანთა; ყოველივე პატიოსანი ვერ არს ღირს მისა. 12. მე, სიბრძნემან, დავიმკჳდრე მეცნიერებაჲ ზრახვისაჲ და გონიერებისაჲ და ცნობისა მოვხადე. 13. შიშსა უფლისასა სძულს უკეთურებაჲ, გინებაჲ და ამპარტავნებაჲ; და გზაჲ უკეთურთა და გულარძნილთანი და პირი ურწმუნოჲ მე მოვიძულენ. 14. ჩემი არს ზრახვაჲ, ჩემი არს კრძალულებაჲ, ჩემი არს გონიერებაჲ, ჩემი არს ძალი. 15. ჩემ მიერ მეფენი მეფობენ და ძლიერნი წერენ სიმართლესა. 16. ჩემ მიერ დიდ-დიდნი განდიდნებიან და მძლავრნი ჩემ მიერ იპყრობენ ქუეყანასა. 17. და მე მოყუარენი ჩემნი მიყუარან და, რომელნი მეძიებენ, მე მპოონ. 18. სიმდიდრე და დიდებაჲ ჩემი არს. და მონაგები მრავალი შეწირვად ჩემდა. 19. უმჯობეს არს უფროს ოქროსა და ანთრაკისა პატიოსნისა მრავლისა, ხოლო სიტყუანი ჩემნი უფროს ოქროჲსა რჩეულისა. 20. გზათა სიმართლისათა ვალ და შორის ალაგთა სიმართლისათა ვიქცევი, 21. რათა განუყო მოყუარეთა ჩემთა ნაყოფი და საუნჯენი მათნი აღვავსნე კეთილითა.