ძველი სტილით 1 აგვისტომარიამობის მარხვა

ორშაბათი, სულთმოფენობიდან მე-11 შვიდეული

დღევანდელ დღეზე დაბრუნება

საკითხავები

ჯვრის: 1 კორინთელთა მიმართ 1,18-24

18. რამეთუ სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს. 19. რამეთუ წერილ არს: წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთაჲ და მეცნიერებაჲ იგი მეცნიერთაჲ შეურაცხ-ვყო. 20. სადა არს ბრძენი? სადა არს მწიგნობარი? სადა არს გამომეძიებელი იგი ამის სოფლისაჲ? ანუ არა განაცოფა ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისაჲ? 21. რამეთუ ვინაჲთგან სიბრძნჲთა მით ღმრთისაჲთა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თჳსითა ღმერთი, ჯერ-იჩინა ღმერთმან ქადაგებითა მით სისულელისაჲთა ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ მათ. 22. ვინაჲთგან ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ, და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ. 23. ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარ-ცუმულსა: ჰურიათა სამე საცთურ, და წარმართთა სისულელე. 24. ხოლო მათვე ჩინებულთა ჰურიათა და წარმართთა ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე.

იოანე 19,6-11; 13-20; 25-28; 30-35

6. და ვითარცა იხილეს იგი მღდელთ-მოძღუართა მათ და მსახურთა, ღაღად-ყვეს და თქუეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ, რამეთუ მე მაგის თანა ბრალსა არარას ვჰპოებ. 7. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: ჩუენ სჯული გუაქუს და, სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო. 8. ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე პილატეს, უფროჲს შეეშინა. 9. და შევიდა კუალად მუნვე ტაძრად და ჰრქუა იესუს: ვინაჲ ხარ შენ? ხოლო იესუ სიტყუაჲ არა მიუგო მას. 10. ჰრქუა მას პილატე: მე არას მეტყჳა? ანუ არა უწყია, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მაქუს ჯუარს-ცუმად შენდა და ჴელმწიფებაჲ მაქუს განტევებად შენდა? 11. ჰრქუა მას იესუ: არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო. ამისათჳს მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდესი ცოდვაჲ აქუს. ... 13. ხოლო პილატეს რაჲ ესმა სიტყუაჲ ესე, გამოიყვანა იესუ გარე და დაჯდა იგი საყდართა ზედა, ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან ქვაფენილ, ხოლო ებრაელებრ კაპპათა. 14. და იყო პარასკევი პასქაჲსაჲ, და ჟამი იყო მეექვსე. ჰრქუა პილატე ჰურიათა მათ: აჰა მეუფჱ თქუენი! 15. ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: აღიღე, აღიღე და ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მეუფე თქუენი მე ჯუარს-ვაცუაა? მიუგეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ჰრქუეს: არა გჳვის ჩვენ მეუფჱ, გარნა კეისარი. 16. მაშინ მისცა იგი მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას. ხოლო მათ წარიყვანეს იესუ. 17. და ეკიდა თჳთ ჯუარი თჳსი, და განვიდა ადგილსა მას თხემისა, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ გოლგოთა. 18. და მუნ ჯუარს-აცუეს იგი, და მის თანა სხუანი ორნი ამიერ და იმიერ და შორის იესუ. 19. და დაწერა პილატე ფიცარი და დასდვა ჯუარსა მას ზედა. და იყო წერილი ესრე: იესუ ნაზარეველი, მეუფჱ ჰურიათაჲ. 20. ესე ფიცარი მრავალთა ჰურიათა აღმოიკითხეს, რამეთუ მახლობელ იყო ქალაქსა ადგილი იგი, სადა ჯუარს-აცუეს იესუ. და იყო წერილი ებრაელებრ და ჰრომაელებრ და ბერძლ. ... 25. ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუჲსსა დედაჲ მისი და დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი, და მარიამ მაგდალენელი. 26. ხოლო იესუ ვითარცა იხილა დედაჲ თჳსი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თჳსსა: დედაკაცო, აჰა ძე შენი! 27. და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი! და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თჳსთა თანა. 28. ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს. და რაჲთა აღესრულოს წერილი იგი, თქუა: მწყურის. ... 30. და ოდეს მიიღო ძმარი იგი იესუ, თქუა: ესეცა წერილი აღსრულებულ არს. და მიიდრიკა თავი და განუტევა სული. 31. ხოლო ჰურიათა მათ, რამეთუ პარასკევი იყო, რაჲთა არა დაადგრეს გუამი მისი ჯუარსა ზედა შაბათადმდე, რამეთუ იყო დიდ დღე იგი შაბათისაჲ მის, ჰკითხეს პილატეს, რაჲთა წჳვნი მათნი განუტეხნენ და გარდამოიხუნენ. 32. მოვიდეს ერისაგანნი იგი და პირველისანი მის განუტეხნეს წჳვნი, და ერთისაჲ მის ეგრეთვე, რომელნი ჯუარ-ცუმულ იყვნეს მის თანა. 33. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს იესუჲსა და იხილეს იგი, რამეთუ მომკუდარ იყო, არა განუტეხნეს წჳვნი მისნი, 34. არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგუმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი. 35. და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, და მან უწყის, რამეთუ ჭეშმარიტსა იტყჳს, რაჲთა თქუენცა გრწმენეს.

რიგის: 2 კორინთელთა მიმართ 2,3-15

3. და მივწერე თქუენდა ესევე, რაჲთა არა, რაჟამს მივიდე, მწუხარებაჲ მაქუნდეს, რომელთაგან ღირდა ჩემდა სიხარული; გესავ თქუენ ყოველთა, რამეთუ სიხარული ჩემი თქუენ ყოველთაჲ არს. 4. რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა მივწერე თქუენდა მრავლითა ცრემლითა, არა რაჲთა შესწუხნეთ, არამედ რაჲთა სცნათ სიყუარული იგი გარდარეული, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ. 5. ხოლო უკუეთუ ვინმე შემაწუხა, არა მე შემაწუხა, არამედ ზოგს-რაჲმე, რაჲთა არა დაგიმძიმო, - თქუენ ყოველთა. 6. კმა-არს ეგევითარისა მის შერისხვაჲ ესე მრავალთაჲ. 7. ხოლო აწ წინააღმდგომი უფროჲსღა თქუენდა მიმადლებად და ნუგეშინის-ცემად, ნუუკუე უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი. 8. ამისათჳს გლოცავ თქუენ, განამტკიცეთ მის ზედა სიყუარული. 9. რამეთუ მი-ვე ამისთჳს-ვწერე, რაჲთა ვცნა გამოცდილებაჲ თქუენი, უკუეთუ ყოვლისათჳს-ძი მორჩილ ხართა? 10. ხოლო რაჲ-იგი მოჰმადლოთ თქუენ, და მეცა; და რამეთუ მეცა რაჲ-იგი მიმიმადლებიეს, მი-ვე-მიმადლებიეს თქუენ ძლით წინაშე პირსა ქრისტესსა, 11. რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ჩუენ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ. 12. ხოლო მო-რაჲ-ვედ ტროადად სახარებითა ქრისტესითა და კარი განმეღო მე უფლისა მიერ, 13. არა მაქუნდა ლხინებაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ არა ვპოვე მე ტიტე, ძმაჲ იგი ჩემი, არამედ ვიჯმენ მათგან და გამოვედ მაკედონიად. 14. ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მარადის განმაცხადნის ჩუენ ქრისტეს მიერ და სული იგი მეცნიერებისა მისისაჲ გამოაჩინის ჩუენ მიერ ყოველსა ადგილსა. 15. რამეთუ ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის და წარწყმედულთა:

მათე 23,13-22

13. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცევდით. ამისთჳს მიიღოთ უმეტესი სასჯელი. 14. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ დაჰჴშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა; თქუენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა უტევებთ არა შესლვად. 15. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმოხუალთ ზღუასა ზედა და ჴმელსა, რაჲთა ჰყოთ ერთი ვინმე მწირ; და რაჟამს არნ, ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა ორ წილ თქუენსა. 16. ვაჲ თქუენდა, წინამძღუარნო ბრმანო, რომელთა სთქუთ, ვითარმედ: რომელმან ფუცოს ტაძარსა ამას, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს ოქროსა მას ტაძრისასა, ჯერ-არს. 17. ცოფნო და ბრმანო, რომელი უფროჲს არს: ოქროჲ ანუ ტაძარი, რომელი განსწმედს ოქროსა მას? 18. და სთქუათ: რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს შესაწირავსა მას, რომელ არს საკურთხეველსა ზედა, ჯერ-არს. 19. ცოფნო და ბრმანო, რომელი უდიდეს არს: შესაწირავი ანუ საკურთხეველი, რომელი განსწმედს შესაწირავსა მას? 20. რამეთუ რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, ფუცავს მას და ყოველსა, რომელი არს მას ზედა. 21. და რომელმან ფუცოს ტაძარსა, ფუცავს მას და რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა. 22. და რომელმან ფუცოს ცასა, ფუცავს საყდარსა ღმრთისასა და რომელი ზის მას ზედა.