ძველი სტილით 19 ივლისი

ორშაბათი, სულთმოფენობიდან მე-8 შვიდეული

დღევანდელ დღეზე დაბრუნება

საკითხავები

ორშაბათის: 1 კორინთელთა მიმართ 9,13-18

13. არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ბაგინსა ჰმსახურებენ, ბაგინისაგან ჭამიან? და რომელნი საკურთხეველსა წინაშე დგანედ, საკურთხეველისაგან ნაწილი განიღიან? 14. ეგრეთცა უფალმან ბრძანა, რომელნი-იგი სახარებასა მიუთხრობენ, სახარებისაგან ცხორებაჲ. 15. ხოლო მე არარაჲ ვიჴუმიე ამათგანი. და არა ამისთჳს მივწერე ესე, რაჲთა ესრეთ იყოს ჩემდა მომართ. რამეთუ უმჯობეს არს ჩემდა სიკუდილი უფროჲს, ვიდრეღა სიქადული ჩემი, და-თუ ვინ-მე-აცუდოს იგი. 16. რამეთუ ვახარებ თუ, არა არს ჩემდა სიქადულ, რამეთუ უნებელი ზედა-მაც მე, და ვაჲ არს ჩემდა, არა თუ ვახარებდე. 17. რამეთუ ნეფსით თუ ვიქმ ამას, სასყიდელი მაქუს, ხოლო უკუეთუ უნებლიეთ, სამნოჲ რწმუნებულ არს ჩემდა. 18. რაჲ-მე უკუე არს სასყიდელი ჩემი? რაჲთა, ვახარებდე რაჲ, უსასყიდლოდ ვახარებდე სახარებასა მას ქრისტესსა, რაჲთა არარაჲ ვიმსახურო ჴელმწიფებითა ჩემითა სახარებასა მას შინა ჩემსა.

მათე 16,1-6

1. და მოუჴდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს, რაჲთა სასწაული ზეცით უჩუენოს მათ. 2. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რაჲ-მწუხრდის, სთქუთ: ყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცაჲ. 3. და განთიად სთქუთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ. ორგულნო, პირი სამე ცისაჲ იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულისჴმის-ყოფად. 4. ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ. და დაუტევნა იგინი და წარვიდა. 5. და მო-რაჲ-ვიდეს მოწაფენი მისნი მიერ წიაღ, და დაავიწყდა მათ პური მიღებად. 6. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა.

სამშაბათის1 კორინთელთა მიმართ 10,5-12

5. არამედ არა მრავალნი მათგანნი სათნო-იყვნა ღმერთმან, რამეთუ დაეცნეს იგინი უდაბნოსა ზედა. 6. და ესენი სახე ჩუენდა იქმნეს, რაჲთა არა ვიყვნეთ ჩუენ გულის მთქუმელ ბოროტისა, ვითარცა-იგი მათ გული უთქუმიდა. 7. ნუცა კერპთმსახურ იქნებით, ვითარცა-იგი მათგანნი ვინმე, ვითარცა წერილ არს: დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად. 8. ნუცა ვისიძავთ, ვითარცა-იგი ვიეთმე მათგანთა ისიძვეს და დაეცნეს ერთსა შინა დღესა ოც და სამი ათასი. 9. ნუცა განვსცდით უფალსა, ვითარცა-იგი მათგანთა ვიეთმე გამოცადეს და გუელთა მიერ წარწყმდეს. 10. ნუცა ვდრტჳნავთ, ვითარცა-იგი მათგანნი ვინმე დრტჳნვიდეს და წარწყმდეს მომსრველისა მისგან. 11. ესე ყოველნი სახენი შეემთხუეოდეს მათ; ხოლო დაიწერა სამოძღურებელად ჩუენდა, რომელთა ზედა აღსასრული ჟამთაჲ მოიწია. 12. ამიერითგან, რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს.

მათე 16,6-12

6. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა. 7. ხოლო იგინი განიზრახვიდეს გულსა თჳსსა და იტყოდეს, ვითარმედ: პური არა მოვიღეთ. 8. გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა, მცირედ-მორწმუნენო, რამეთუ პური არა მოიხუენით? 9. არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ ხუთთა მათ პურთაჲ და ხუთ ათასთაჲ მათ, და რაოდენი გოდორი აღიღეთ? 10. და არცა შჳდთა მათ პურთაჲ და ოთხ ათასთაჲ მათ, და რაოდენი სფჳრიდი აღიღეთ? 11. ვითარ არა გიცნობიეს, რამეთუ არა პურისათჳს გარქუ თქუენ: ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა? 12. მაშინ გულისჴმა-ყვეს, რამეთუ არა ჰრქუა მათ კრძალვაჲ ცომისაგან პურისა, არამედ მოძღურებისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა.