საკითხავები
ცისკარზე: ხარების: ლუკა 1,39-49;56
39. და აღდგა მარიამ მათ დღეთა შინა და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაჲსა. 40. და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ. 41. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაჲ მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ. 42. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ! 43. და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა? 44. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაჲ ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. 45. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქუმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. 46. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, 47. და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, 48. რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; 49. რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, ... 56. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე და წარვიდა სახიდ თჳსა.
ლიტურგიაზე: ხარების: ებრაელთა მიმართ 2,11-18
11. რამეთუ განმწმედელი იგი და განწმედილნი იგი ერთისაგან არიან ყოველნი, რომლისათჳსაცა არა ჰრცხუენის ძმად წოდებაჲ მათი და იტყჳს: 12. მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის კრებულსა გიგალობდე შენ. 13. და მერმე იტყჳს: მე ვიყო მოსავ მისსა; და კუალად: აჰა ესერა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან. 14. რამეთუ ყრმათაცა ეზიარა ჴორცითა და სისხლითა, და თავადმან მსგავსად მოიღო მათივე, რაჲთა სიკუდილითა მით განაქარვოს, რომლისა-იგი ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ, ესე იგი არს ეშმაკი, 15. და განათავისუფლნეს ესენი, რაოდენნი შიშითა სიკუდილისაჲთა სამარადისოდ ცხორებად თანა-მდებ იყვნეს კირთებისა. 16. რამეთუ არასადაჲთ ანგელოზთაჲთ იწყო, არამედ ნათესავისაგან აბრაჰამისა იწყო. 17. ამისთჳს ჯერ-იყო მისა ყოვლითავე ძმათა მსგავსებაჲ, რაჲთა მოწყალე ექმნეს და სარწმუნო მღდელთმოძღუარ ღმრთისა მიმართ, რაჲთა ულხინებდეს ცოდვილთა ერისათა. 18. რამეთუ რომლითა-იგი ივნო თავადმან და გამოიცადა, ძალ-უც, რომელნი-იგი განიცადებოდიან, მათდაცა შეწევნად.
ლუკა 1,24-38
24. და შემდგომად დღეთა მათ მიუდგა ელისაბედ, ცოლი მისი, და იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თუე და იტყოდა, 25. ვითარმედ: ესრეთ მიყო მე უფალმან დღეთა ამათ, რომელთა მოხედვა-ყო მოსპოლვად ყუედრებაჲ ჩემი კაცთა შორის. 26. და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ, 27. ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ. 28. და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. 29. ხოლო მან რაჲ იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე? 30. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. 31. და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ. 32. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ. 33. და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ. 34. ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი? 35. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის. 36. და აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსე თუჱ არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ. 37. რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ. 38. ჰრქუა მას მარიამ: აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა! და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი.
მწუხრზე: შესაქმე 31,3-16
3. ჰრქუა უფალმან იაკობს: მიიქეც ქუეყანად მამისა შენისა და ქუეყანად ნათესავისა შენისა და ვიყო მე შენ თანა. 4. მიავლინა იაკობ და მოუწოდა ლიას და რაქელს ველად, სადა-იგი იყო სამწყსოჲ. 5. და ჰრქუა მათ: ვხედავ მე პირსა მამისა თქუენისა, რამეთუ არა არს ჩემდა მომართ, ვითარ-იგი გუშინ და ძოღან. და ღმერთი მამისა ჩემისა იყოს ჩემ თანა. 6. თქუენ თჳთ იცით, რამეთუ ყოვლითა ძალითა ჩემითა ვჰმონე მამასა თქუენსა. 7. ხოლო მამამან თქუენმან დამაკლო და ცვალა სასყიდელი ჩემი ათისა ტარიგისაჲ და არა უტევა მას ღმერთმან ბოროტის-ყოფად ჩემდა. 8. უკუეთუ თქუას: ვითარმედ ჭრელი იგი იყავნ შენდა სასყიდელად, შობდენ ყოველნივე ცხოვარნი ჭრელსა. და უკუეთუ ესრეთ თქუას: იყვნედ სპეტაკნი სასყიდელად შენდა, შობდენ ყოველნივე ცხოვარნი სპეტაკსა. 9. და მოუღო ღმერთმან ყოველივე იგი საცხოვარი მამისა თქუენისა და მომცა მე. 10. და იყო, რაჟამს მაკდებოდეს ცხოვარნი და მუცლად-იღებდეს, ვიხილე თუალითა ჩემითა ძილსა შინა: და აჰა, ვაცები და ვერძები აღვიდოდა ცხოვართა და თხათა სპეტაკი და ჭრელი და ნაცრისფერად სხურებული. 11. და მრქუა მე ანგელოზმან უფლისამან ძილსა შინა: იაკობ, იაკობ. მე ვარქუ ვითარმედ: რაჲ არს? და თქუა: 12. აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ვაცები ესე და ვერძები, აღმავალი ცხოვართა და თხათა სპეტაკთა და ჭრელთა და ნაცრისფერად სხურებულთა, რამეთუ მე ვიხილე, რასა-იგი ლაბან გიყოფს შენ. 13. მე ვარ ღმერთი შენი, რომელი გეჩუენე შენ ადგილსა ღმრთისასა, სადა-იგი სცხე ჩემდა ძეგლსა და აღმითქუ მე აღთქუმაჲ. აწ აღდეგ და განვედ ამიერ ქუეყანით და მივედ შენ ქუეყანასა შობისა შენისასა და ვიყო მე შენ თანა. 14. მიუგეს ლია და რაქელ და ჰრქუეს მას: ნუუკუე ამიერითგან არს ნაწილ და სამკჳდრებელ სახისა შინა მამისა შენისასა? 15. ანუ არა, ვითარცა უცხონი შერაცხილ ვართ მის წინაშე, რამეთუ განმყიდნა ჩვენ და შეჭამა შეჭმით ვეცხლი ჩუენი. 16. ყოველივე სიმდიდრე და დიდებაჲ, რომელი მოუღო ღმერთმან მამისაგან ჩუენისა, ჩუენდა იყოს და შჳლთა ჩუენთა. აწ რაჲ-იგი გრქუა შენ ღმერთმან შენმან, ეგრეცა ყავ.
იგავთა 21,3-21
3. შვილო, საქმე სიმართლისა და ჭეშმარიტებისა სათნო არნ წინაშე უფლისა უფროჲს, ვიდრეღა მსხუერპლთა სისხლნი. 4. გონება დიდ გინებასა შინა კაცი გულფიცხელი, ხოლო ბრწყინვალებაჲ უღმრთოთა ცოდვაჲ. 5. ზრახვამოკლედ სიწრფოებაჲ არს, ხოლო ყოველი დაუდგრომელი მომედგრეს. 6. რომელი შეიკრებდეს საუნჯეთა ენითა ტყუილისათა, ამაო არს, და მისდევს იგი საფრჴეთა სიკუდილისათა. 7. მოსრვაჲ უღმრთოთა ზედა მოიწიოს, რამეთუ არა ჰნებავს საქმედ სიმართლისა. 8. გულარძნილთა მათ გულარძნილნი გზანი მოუვლინნის უფალმან ღმერთმან, ხოლო წმიდა და მართალ საქმენი მისნი. 9. უმჯობეს არს ყოფაჲ ყურეთა ჰაერსა ქუეშე, ვიდრე მოპიტალებულთა სიცრუვით და სახლსა შინა შეგინებულსა ზოგებით. 10. სულსა უღმრთოთასა გული უთქუამნ უკეთურებასა და არავისგან შეწყნარებულ იქმნას კაცთაგანისა. 11. ზღუევასა ბილწისასა უგონიერეს იქმნას უმანკოჲ ხოლო გულისჴმა-ყოს ბრძენმან და შეიწყნაროს მეცნიერებაჲ. 12. გულისხუმა-ყვნეს მართალმან სულნი უღმრთოთანი, რამეთუ განირყუნიან უღმრთონი ბოროტსა შინა. 13. რომელმან დაიყუნეს ყურნი არა სმენად უძლურისა, იგიცა ხადოდის უფალსა და არა ვინ იყო, რომელმანცა ისმინა მისი. 14. მისაცემელმან იდუმალმან გარემიაქციოს რისხვაჲ, ხოლო რომელი ქრთამსა ძჳრობს, გულისწყრომაჲ აღადგინის ძლევად. 15. მხიარულებაჲ მართალთა საქმე სიმართლისაჲ, ხოლო ღირსი არაწმიდა არს უკეთურთა წინაშე. 16. კაცი, რომელი შეცთომილ იყოს გზათა სიმართლისათა, შესაკრებელსა გმირთასა განისუენოს. 17. კაცსა ნაკლულევანსა უყვარს საშუებელი, ხოლო, რომელსა უყვარდეს ღჳნოჲ და ზეთი, არა განმდიდრდეს. 18. ნარჩევ მართლისა უსჯულოჲ და წრფელისა წილ დაუდგრომელი. 19. უმჯობეს არს ყოფაჲ ქუეყანასა უდაბნოსა, ვიდრე დედაკაცისა თანა მოლალისა და ენოვნისა და გულმწყრალისა. 20. საუნჯე გულისსათქუმელი განუსუენებს პირსა ბრძენთასა, ხოლო კაცთა უგუნურთა შთანთქან იგი. 21. გზათა სიმართლისა და წყალობისათა პოონ ცხორებაჲ, შეწყალებაჲ და დიდებაჲ.


