საკითხავები
მღვდელმთავართა: ცისკარზე: იოანე 10,9-16
9. მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. 10. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. 12. ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. 13. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. 15. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. 16. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.
ლიტურგიაზე: ებრაელთა მიმართ 13,7-16
7. მოიჴსენენით წინამძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა, და ჰხედევდით გამოსლვასა მას ცხორებისა მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა. 8. იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე. 9. მოძღურებასა მრავალ-სახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ კეთილად მადლითა განმტკიცებულ ხართ გულთა და არა საჭმლითა, რომლითა ვერაჲ ირგეს, რომელნი ვიდოდეს მას შინა. 10. მაქუს ჩუენ საკურთხეველი, რომლისაგან ჭამად ვერ ჴელ-ეწიფების, რომელნი-იგი კარავსა მას ჰმსახურებენ. 11. რომელსა-იგი შეიწირვის საცხოვართა სისხლი ცოდვათათჳს სიწმიდესა მას შინა მღდელთმოძღურისა მიერ, ამათნი იგი ჴორცნი დაიწუებოდეს გარეშე ბანაკსა მას. 12. ამისთჳსცა იესუ, რაჲთა წმიდა-ყოს თჳსითა სისხლითა ერი, გარეშე ბჭეთა ივნო. 13. აწ უკუე განვიდეთ მისა გარე ბანაკსა მას და ყუედრებაჲ იგი მისი მოვიღოთ. 14. რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ. 15. ამისთჳს შევსწირავთ მსხუერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს ნაყოფსა ბაგეთა და აღსარებასა სახელისა მისისასა. 16. ხოლო კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა.
მათე 5,14-19
14. თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. 15. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. 16. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა. 17. ნუ ჰგონებთ ვითარმედ მოვედ დაჴსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად. 18. ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს სჯულისაგან და წინასწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს. 19. უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწავოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა.
VI ჟამზე: ზაქარია 8,7-17
7. ესრეთ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: აჰა, მე აღმოუწოდო ერსა ჩემსა ქუეყანისაგან აღმოსავალთასა და ქუეყანისაგან დასავალთაჲსა. 8. და შევიყვანნე იგინი და დავაშენნე შორის იერუალჱმსა და იყვნენ ჩემდა ერად და მე ვიყო მათდა ღმერთად ჭეშმარიტებისა მიერ და სიმართლისა მიერ. 9. ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: განძლიერდინ ჴელნი თქუენნი მსმენელთანი ამათ დღეთა შინა. სიტყუათა ამათ პირისაგან წინაწარმეტყუელთაჲსა, რომლით დღითგან დაფუძნებულ არს სახლი უფლისაჲ, ყოვლისა მპყრობელისაჲ, და ტაძარი ოდითგან აღშენებულ არს. 10. მით, რამეთუ უწინარეს მათ დღეთასა მიზდი კაცთაჲ არ იყოს მოსასყიდელად და მიზდი საცხოვართაჲ არა არს და გამომავალისა და შემავალისა არა იყოს მშჳდობა ჭირისაგან და განვავლენ ყოველთა კაცთა, თითოეულსა მოყუსისა მიმართ თჳსისა. 11. და აწ არა დღეთაებრ წინაპართა უყოფ მე ნეშტთა ამის ერისათა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - 12. არამედ ოდეს უჩუენო მშჳდობა, ვენაჴმან მოსცეს ნაყოფი მისი, და ქუეყანამ მოსცეს ნაშრომნი თჳსნი, და ცამან მოსცეს ცუარი მისი და დაუმკჳდრე დაშთომილთა ერისა ჩემისათა ესე ყოველნი. 13. და იყოს: ვითარსახედ იყვენით წყევასა შინა წარმართთა შორის სახლი იუდაჲსი და სახლი ისრაჱლისაჲ, ეგრეთ განგარინნე თქუენ და იყუნეთ კურთხევასა შინა; მინდობით იყვენით და განძლიერდით ჴელითა მიერ თქუენთა! 14. მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ვითარსახედ ვიგულე განბოროტება თქუენი, განრისხებასა შინა ჩემსა მამათა მიერ თქუენთა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, 15. და არ შევინანე, ეგრეთ განმიწესებიეს და გულადმიღიეს ამათ დღეთა შინა კეთილისყოფაჲ იერუსალჱმისაჲ და სახლისა იუდაჲსი: კადნიერ იყვენით! 16. ესე არიან სიტყვანი, რომელნი ჰყვნეთ: იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა და საშჯელი მშჳდობითი სიმართლით საჯეთ ბჭეთა შორის თქუენთა. 17. და თითოეული უკეთურებასა მოყუსისა თჳსისა ნუ ჰსიტყუავთ გულთა შინა თქუენთა და ფიცი ცრუჲ ნუ გიყუარსყე; მით, რამეთუ ესე ყოველნი მოვიძულენ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.
მწუხრზე: ზაქარია 8,19-23
19. ამას იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მარხვაჲ მეოთხე, და მარხვაჲ მეხუთე, და მარხვაჲ მეშჳდე, და მარხვაჲ მეათე - იყვნენ სახლსა იუდაჲსსა სიხარულად და შუებად, და დღესასწაულებად კეთილებად და იშუებდით და ჭეშმარიტება და მშჳდობა შეიყუარეთ. 20. ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე მოვიდენ ერნი მრავალნი და მკჳდრნი ქალაქთა მრავალთა 21. და თან შემოვიდენ დამკჳდრებულნი ქალაქთა ხუთთა ქალაქად ერთად მეტყუელნი: მივიდეთ ვედრებად პირისა უფლისა გამოძიებად პირისა ღმრთისა, ყოვლისა მპყრობელისასა, და მივიდე მეცა 22. და მოვიდნენ ერნი მრავალნი ძიებად პირისა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, იერუსალჱმს შინა ლხინებად-ყოფად პირი უფლისაჲ. 23. ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მათ დღეთა შინა, უკეთუ მოეკიდნენ ათნი მამაცნი ყოველთაგან ნათესავთა ენათაჲსა და მოეკიდნენ ფესუსა მამაცისა იუდეანისასა მეტყუელნი: მოვიდეთ შენ თანა მით, რამეთუ გუესმა, ვითარმედ ღმერთი თქუენ შორის არს.


