საკითხავები
ფილიპელთა მიმართ 1,1-7
1. პავლე და ტიმოთე, მონანი იესუ ქრისტესნი, ყოველთა წმიდათა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელნი ხართ ფილიპეს შინა, ეპისკოპოსთა თანა და დიაკონთა: 2. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა. 3. ვჰმადლობ ღმერთსა ყოველსა ზედა ჴსენებისა თქუენსა; 4. მარადის ყოველთა შინა ლოცვათა ჩემთა თქუენ ყოველთათჳს სიხარულით ლოცვასა ვჰყოფ 5. ზიარებისა მაგის თქუენისათჳს სახარებასა მას პირველით დღითგან მოაქამდე. 6. და ამის მებრვე სასოებისათჳს, ვითარმედ რომელმან იწყოს თქუენ შორის საქმე კეთილისაჲ, აღასრულენ ვიდრე დღედმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. 7. ვითარცა არს სამართალ ჩემდა ზრახვად ესე თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ მაჴსოვთ მე თქუენ გულსა ჩემსა კრულებათა შინა ჩემთა და სიტყჳს-გებათა და დამტკიცებასა მას სახარებისასა, რაჲთა ზიარ ჩემ თანა მადლისა მის თქუენ ყოველნი იყვნეთ.
ლუკა 6,24-30
24. ხოლო ვაჲ თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაჲ თქუენი. 25. ვაჲ თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის; ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით. 26. ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი, რამეთუ ეგრეთვე უყოფდეს ცრუ-წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი. 27. არამედ თქუენ გეტყჳ, რომელთა-ეგე გესმის: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა. 28. და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცვიდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ. 29. რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა, მიუპყარ ერთკერძოჲცა; და რომელი მიგიღებდეს შენ სამოსელსა შენსა, კუართსაცა შენსა ნუ აყენებ. 30. ყოველი რომელი გთხოვდეს, მიეც; და რომელი მიგიღებდეს შენ, ნუ მოჰჴდი.


